კაფეები და რესტორნები: უსაფრთხოების წესები

© Sputnik / Alex Shlamovკაფეების რიგი აღმაშენებლის კვარტალში
კაფეების რიგი აღმაშენებლის კვარტალში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შიდა იზოლაციის დროს ალბათ ძალიან გენატრებოდათ საყვარელ ადამიანთან ერთად კაფეში ან რესტორანში დაჯდომა. ეს ყველაფერი 1 ივნისიდან უკვე შესაძლებელია ღია კაფეებსა და რესტორნებში, ხოლო რაც შეეხება დახურულ რესტორნებს, აქ ვიზიტი 8 ივნისიდან იქნება შესაძლებელი.

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე ქვეყანაში ღია რესტორნებმა და კაფეებმა მუშაობა უკვე განაახლეს. თუმცა კაფეში მოსახვედრად მოქალაქეებს კონკრეტული რეკომენდაციების დაცვა მაინც მოუწევთ.

გაგაცნობთ იმ რეკომენდაციების ჩამონათვალს, რომელთა დაცვაც კაფეში შესვლამდე მოგეთხოვებათ:

პირველ რიგში აუცილებელია სოციალური დისტანცია. კაფეს შესასვლელში დაგხვდებათ სპეციალური მაგიდა, სადაც მოთავსებული იქნება სადეზინფექციო ხსნარი, რომლითაც აუცილებლად უნდა დაიმუშაოთ ხელები. რაც მთავარია, კაფეში ვერ მოხვდებით, თუ არ გაივლით თერმოსკრინინგს.

ასევე, თუ მოგიწევთ დახურულ სივრცეში შესვლა, მაგალითად, საპირფარეშოში, შესასვლელში დაგხვდებათ პირბადე, ხელთათმანი, რომელთა გარეშეც დახურულ სივრცეში შესვლას ვერ შეძლებთ.

თბილისი - Sputnik საქართველო
ტურისტების მოლოდინში: რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებას ითხოვს ესტონეთი

როგორც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ აღნიშნა, რესტორნებმა და კაფეებმა გახსნამდე არაერთი სამუშაო ჩაატარეს.

„რეგულაციების მიღებაში ჩვენმა ასოციაციამ მიიღო აქტიური მონაწილეობა, რამაც ხელი შეუწყო ასოციაციის 200 წევრს, რომ საქმის კურსში ყოფილიყო. ისინი უკვე კვირების განმავლობაში მობილიზებული იყვნენ. ბოლოს მცირე ცვილებები იყო შეტანილი რეგულაციებში, თუმცა ძირითადი ჩონჩხი უცვლელი დარჩა. მაგალითად, ეს არის შემოსასვლელში თერმომეტრით სიცხის გაზომვა, პერსონალის მუშაობის წესები, სამზარეულოს მუშაობის წესები, დისტანციები მაგიდებს შორის და ა.შ.“ – განაცხადა გაბრიჩიძემ.

მისივე ინფორმაცით, მნიშვნელოვანია ერთ მაგიდასთან სკამებს შორის იყოს დაშორება, რომელიც ერთ მეტრს უნდა შეადგენდეს. როგორც გაბრიჩიძემ აღნიშნა, დისტანციის დაცვის მიზნით კაფეებს მოუხდათ გარკვეული რაოდენობის მაგიდების გაუქმება.

რეკომენდაციის თანახმად, კონკრეტული მითითებები უნდა გაითვალისწინოს მომსახურე პერსონალმაც. მაგალითად, კაფეში მისვლისთანავე, ყოველ დილით უნდა გაიარონ თერმოსკრინინგი. მუდმივად უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი  დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით: სპეცტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავსაბურავი, ხელთათმანი, პირბადე, ფარი ან სათვალე. ობიექტის ხელმძღვანელობამ ასევე უნდა გააკონტროლოს მათი სწორად გამოყენება.

გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის უნდა დაიდგას დახურული კონტეინერები. ხშირად უნდა გაირეცხოს და დეზინფექცია ჩაუტარდეს პროდუქტების დასამუშავებლად განკუთვნილ ზედაპირებს. 

ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო
მოსახლეობის საყურადღებოდ: 8 ივნისიდან სავალუტო ჯიხურები იხსნება

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში წესები კიდევ უფრო გამარტივდება.

„ბიზნესში ვინც ვიწყებთ მუშაობას, ვართ ოპტიმისტები. ეს ოპტიმიზმი, რომ არ გვქონდეს, რთული იქნებოდა ბიზნესის დაწყება. ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება და მოხდება უფრო ლმობიერ წესებზე გადასვლა. დღეს, აი, ასეთი მოცემულობით ვიწყებთ. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ 2,5 თვე საერთოდ დაკეტილები ვიყავით, ამ რეგულაციებით მუშაობის დაწყება დამაბრკოლებელი აღარ არის“, – აღნიშნა გაბრიჩიძემ.

რაც შეეხება შიდა სივრცეების გახსნას, ასეთი ტიპის რესტორნები და კაფეები, როგორც ითქვა, 8 ივნისიდან გაიხსნება.

ღია კაფეების მსგავსად, დახურულ კაფეში შესვლამდე აუცილებელია თერმოსკრინინგი, ხელის დამუშავება სპეციალური ხსნარით, დეზობარიერის გავლა.

რეკომენდაციის ერთი პუნქტი გულისხმობს ჭურჭლის რეცხვის განსაკუთრებულ წესს. რესტორანში თქვენს მიერ გამოყენებულ ჭურჭელს რამდენჯერმე გარეცხავენ. ჭურჭელი უნდა გაირეცხოს 40 გრადუსზე, გარეცხვის შემდეგ ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 65-გრადუსიან ცხელ წყალში. ეს არის რეკომენდაციების ერთი ნაწილი, თუმცა არის სხვაც და ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
ეროვნული გამოცდები 2020 – სად ჩატარდება, როგორ და როდის, რა შეცვალა კორონავირუსმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვების ობიექტებს სპეციალური რეკომენდაციების ვრცელი ჩამონათვალი უკვე მისცა და შესრულებას მონიტორინგსაც გაუწევს.

„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც მომდინარეობს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით არის შემუშავებული. ეკონომიკის შეჩერების პროცესამდე თბილისში, ჩვენი მონაცემებით, მუშაობდა 3000-მდე საზოგადოებრივი კვების ობიექტი და დღეს, როდესაც უკვე დადგა საკითხი ამ ობიექტების ამუშავების, სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში, სისტემატურად ახორციელებს როგორც ამ რეკომენდაციების გაცემას, ისე მონიტორინგს, თუ რამდენად სწორად ასრულებს ესა თუ ის ბიზნეს-ოპერატორი ამ მოთხოვნებს“, – განაცხადა სურსათის უვნებლობის სამსახურის ინსპექტორმა ვასილ კვერნაძემ.

თუ თქვენ დახურულ რესტორანს ესტუმრებით, ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტი ვერ მოთავსდებით, თქვენ შორის დისტანცია კი ერთი მეტრი უნდა იყოს. ისე, როგორც ღია კაფეებში, დახურულ სივრცეშიც სავალდებულოა მაგიდებს შორის ორმეტრიანი დისტანციის დაცვა.

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ორმეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი. თუმცა, დამცავი ბარიერების გამოყენება დაუშვებელია 30 მ2-მდე საერთო სასადილო ფართში.

 Airzena - Georgian Airways - Sputnik საქართველო
ავიაბილეთები საქართველოში – როგორი იქნება საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის წესები

ობიექტებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ვენტილაციას. სააგენტოს რეკომენდაციით, დახურული სივრცეები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის, გამოყენებული უნდა იქნას ხელოვნური ვენტილაცია.

დახურულ ობიექტებში საპირფარეშოებში, დერეფნებსა და ლიფტებში გამკაცრდება დასუფთავების და დეზინფექციის ზომები. დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იმ საგნებს, რომლებსაც ხშირად ეხებიან ხელით, მაგალითად, სახელურებს, ლიფტის ღილაკებს, ჩამრთველებს და ა.შ. დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს კი დამატებით ჩაუტარდება შესაბამისი ინსტრუქტაჟი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. საქართველომ საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს შემოიღო, რომელიც 23 მაისს დასრულდა, ხოლო დარჩენილ შეზღუდვებს მთავრობა ეტაპობრივად ხსნის.

 

ყველა ახალი ამბავი
0