საქართველოს დაცული ტერიტორიები ვიზიტორთა მიღებას იწყებენ

© photo: Sputnik / Stringerოკაცეს კანიონი
ოკაცეს კანიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააგენტოში აცხადებენ, რომ ყველა ვიზიტორს, ტერიტორიაზე შესვლამდე, ჩაუტარდება უკონტაქტო თერმოსქრინინგი. ამასთან, დახურულ შენობებსა და ვიზიტორთა ცენტრებში, მათ შორის მღვიმეებში, სავალდებულოა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა

თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. 15 ივნისიდან საქართველოს ყველა დაცული ტერიტორია ვიზიტორების მიღებას განაახლებს, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ტერიტორიებზე შესვლა ნებადართულია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით.

მდინარე ნინოსხევი ლაგოდეხის ნაკრძალში  - Sputnik საქართველო
საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია გაჩნდება

სააგენტოში აცხადებენ, რომ ყველა ვიზიტორს, ტერიტორიაზე შესვლამდე, ჩაუტარდება უკონტაქტო თერმოსქრინინგი. ამასთან, დახურულ შენობებსა და ვიზიტორთა ცენტრებში, მათ შორის მღვიმეებში, სავალდებულოა პირბადის ტარება და ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ერთდროულად 5 ვიზიტორის ყოფნა.

„დაცული ტერიტორიები საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობაა. 2019 წელს, საქართველოს ეროვნულ პარკებს 1 200 000 ვიზიტორი ესტუმრა. მათ შორის, ყველაზე დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა: ყაზბეგის ეროვნული პარკი; მარტვილის კანიონი; პრომეთეს მღვიმე; ოკაცეს კანიონი; თბილისის ეროვნული პარკი“, – აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობა 2020 წელს დაცული ტერიტორიების 100 ათასი ჰექტრით გაზრდას გეგმავს.

საქართველოში 13 სახელმწიფო ნაკრძალი, 10 ეროვნული პარკი, 41 ბუნებრივი ძეგლი და ორი დაცული ლანდშაფტია. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი ჯერ კიდევ 1912 წელს შეიქმნა.

ამჟამად დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი საქართველოში 520 811 ჰექტარს შეადგენს. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75% ტყით არის დაფარული.

ყველა ახალი ამბავი
0