თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. აშშ ჯერჯერობით არ განაახლებს ვიზების გაცემას უცხოეთში, იუწყება РИА Новости.
„ვფიქრობთ, მომდევნო კვირაში ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია გვექნება“, - განაცხადა ბრიფინგზე სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საკონსულო საკითხებში კარლ რიშმა.
მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ აგრძელებს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული სიტუაციის შესწავლას ადგილებზე.
მარტიდან აშშ-ის უცხოური წარმომადგენლობები ვიზებს მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში გასცემენ - „სიკვდილ-სიცოცხლის საკითხებში“, აღნიშნა რიშმა.