საქართველოში დაწესებულ შეზღუდვებს ახანგრძლივებენ? დეპუტატები მზადყოფნას გამოთქვამენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, 21 მარტს კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ამ დროისათვის ქვეყანაში რიგი შეზღუდვები კვლავ მოქმედებს.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატები არ გამორიცხავენ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონის იმ ნორმის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს, ქვეყანაში შეზღუდვები პარლამენტის სანქციის გარეშე დააწესოს.

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

ცვლილებები, რომელიც მთავრობას შეზღუდვების შემოღების უფლებას აძლევს, საქართველოს პარლამენტმა 22 მაისს დაამტკიცა და იგი 15 ივლისამდე მოქმედებს. ამ ვადით მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება, რომლის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რიგი შეზღუდვები მოქმედებს.

„სამწუხაროდ, ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება და ამაზე აუცილებელია ხელისუფლების ადეკვატური პასუხი. ჩვენ თვალს ვადევნებთ პროცესს და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუ დინამიკა გაუარესდება, ჩვენ ზომებს მივიღებთ", – განაცხადა დეპუტატმა სოფიო კილაძემ.

კანონის მოქმედების ვადის გაგრძელების აუცილებლობას ხედავს მმართველი პარტიის დეპუტატი ირაკლი კობახიძეც.

„ჩვენ, დადებითი დინამიკის გამო, არ შეიძლება მოვდუნდეთ. რისკი სახეზეა და, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს, თუ ჩვენ მოვდუნდებით, პროცესი დაიწყებს განვითარებას უარყოფითი კუთხით. პანდემია არ გამქრალა, აქედან გამომდინარე, ჩვენ შეზღუდვების შენარჩუნება მოგვიწევს", – განაცხადა კობახიძემ.

მაგრამ შეზღუდვებს ჰყავს მოწინააღმდეგეებიც. რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნული ცვლილებების გამო უკვე შეიტანეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც იგი წარმოებაში მიიღო.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, 21 მარტს კი, როდესაც ინფიცირებულთა რიცხვმა 50-ს მიაღწია, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც საბოლოოდ 22 მაისამდე გახანგრძლივდა.

საქართველოს მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოს ანტიკრიზისული ბიუჯეტი: ხელისუფლება პრიორიტეტებს გადახედავს

11 ივნისისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 831-ს მიაღწია.

ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

- ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - მუშევანსა და გეტაში საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს;

- დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ოფისებსა და მაღაზიებში აუცილებელია პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა;

- საზოგადოებრივ ტრანსპორტში აკრძალულია პირბადის გარეშე მგზავრობა და კონდიციონერის ჩართვა;

- აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება;

- აკრძალულია ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ქელეხი, იუბილე და ა.შ.) 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება;

- ტრენინგები, კონფერენციები და სემინარები უნდა გაიმართოს დისტანციურად;

- სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება დისტანციურად;

- აკრძალულია კაზინოებისა და ტოტალიზატორების მუშაობა, გარდა ონლაინ რეჟიმისა;

- ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე;

- ადამიანების თავშეყრის ადგილებში აკრძალულია სპლიტ-სისტემის კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც ჰაერს არ იღებენ გარედან. დაშვებულია სამრეწველო კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც კონდიცირება-ვენტილაციის სისტემებს მოიცავს (ჰაერი შენობაში გარედან შეაქვს).

 

ყველა ახალი ამბავი
0