საქართველოს ანტიკრიზისული ბიუჯეტი: ხელისუფლება პრიორიტეტებს გადახედავს

© photo: Government of Georgia / FBსაქართველოს მთავრობის სხდომა
საქართველოს მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საშემოსავლო ნაწილში ბიუჯეტი 1,8 მილიარდი ლარით არის შემცირებული, ხოლო საბიუჯეტო ხარჯები – დაახლოებით 600 მილიონი ლარით.

თბილისი 10 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პანდემიისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, 2020 წლის ბიუჯეტში შესწორებები შეიმუშავა.

კორონავირუსის პანდემია ქვეყნის ეკონომიკაზე უკვე სერიოზულად აისახა და პრაქტიკულად ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი გადაიხედა გაუარესების მიმართულებით.

ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზი 2020 წელს

მაჩვენებელი პროგნოზი იანვარში პროგნოზი ივნისში
ეკონომიკური ზრდა, %  5,0  –4,0
დეფლატორი, % 3,0 4,8
მშპ, მლრდ ლარი 58,5 50,3
შემოსულობები კონსოლიდირებულ ბიუჯეტში მლრდ ლარი  12,1  10,5
ბიუჯეტის დეფიციტი, % მშპ-ის მიმართ 2,7 8,5
პროგნოზი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებელს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს მსოფლიო ეკონომიკის, მათ შორის საქართველოს, ზრდის კუთხით.
პროექტის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის შედეგებიდან გამომდინარე, 2020 წელს ქართული ეკონომიკის 4%-ით შემცირებაა მოსალოდნელი. ნომინალური ჯამური შიდა პროდუქტი პროგნოზირებულია 50,3 მლრდ ლარის დონეზე (შედარებისათვის: გასულ წელს ეს მაჩვენებელი 53,2 მლრდ ლარი იყო).

პრემიერი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკა აღდგეს>>

ბიუჯეტის მთლიანი დეფიციტის პროგნოზი 8,5%-ის დონეზე დადგინდა.

შემცირებული ბიუჯეტი და ანტიკრიზისული გეგმა

საშემოსავლო ნაწილში ბიუჯეტი შემცირებულია 1,8 მლრდ ლარით, ხოლო საბიუჯეტო ხარჯები – დაახლოებით 600 მლნ ლარით.

ბანკომატი - Sputnik საქართველო
ცხოვრება ახლებურად: რა სახსრებით იცხოვრებს საქართველო 2020 წელს

ამასთან, პროექტის მიხედვით, პანდემიასთან ბრძოლისთვის აუცილებელი რესურსი შეადგენს 3,4 მლრდ ლარს. ეს თანხა წლის განმავლობაში მოხმარდება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ დახმარებებს.

ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებაზე სახრები განაწილებულია შემდეგნაირად:

– 450 მლნ ლარი – ექვსი თვის განმავლობაში 200 ლარის ოდენობით დახმარება იმ ადამიანებისთვის, ვინც ოფიციალური სამუშაო დაკარგა;

– 250 მლნ ლარი – სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, საშემოსავლო გადასახადების შემცირებაზე;

– 75 მლნ ლარი – თვითდასაქმებულების ერთჯერად დახმარებაზე 300 ლარის ოდენობით;

– 170 მლნ ლარი – მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე;

– 48 მლნ ლარი – დახმარება 6 თვის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომლებმაც 65 ათასიდან 100 ათასამდე სარეიტინგო ქულა დააგროვეს;

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
კოლოსალური ზარალი და მოსახლეობის დახმარება: პრემიერი ბიუჯეტის ახალი პროექტის შესახებ

– 13 მლნ ლარი – მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 6 თვის განმავლობაში, რომლებმაც 100 ათასზე ნაკლები სარეიტინგო ქულა დააგროვეს;

– 24 მლნ ლარი – 100 ლარის ოდენობის დახმარება ექვსი თვის განმავლობაში აშკარად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის.

– 133,5 მლნ ლარი – რომელიც მობილიზებულია StopCoV-ის ფონდის ანგარშზე;

– 45 მლნ ლარი – საკარანტინო ზონების მომსახურების გადახდაზე და ფრენების სუბსიდირებაზე;

– 285 მლნ ლარი – ვირუსის გავრცელების აღკვეთასა და ჯანდაცვის ხარჯებზე;

– 60 მლნ ლარი – ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მზადყოფნის გაუმჯობესებაზე;

– 330 მლნ ლარი – საკრედიტო–საგარანტიო სქემის დაფინანსებაზე;

კალაუბანი - Sputnik საქართველო
როგორ სრულდება ბიუჯეტი საქართველოში ეკონომიკური კრიზისის ფონზე

– 70 მლნ ლარი – სასტუმროებისთვის ხარჯების სუბსდირებაზე პროცენტებში;

– 45 მლნ ლარი – სასტომროების ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე;

– 20 მლნ ლარი – მცირე გრანტების გაცემაზე;

– 40 მლნ ლარი – მშენებლობის სექტორის მხარდაჭერასა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ბინების შეძენის გაზრდაზე;

– 139 მლნ ლარი – სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერაზე;

– 600 მლნ ლარი – დღგ-ის დამატებით დაბრუნებაზე;

– 600 მლნ ლარი – კომერციული ბანკების გრძელვადიანი ლიკვიდობის შექმნაზე.

ყველა ახალი ამბავი
0