საქართველოში უკრაინის ელჩი: სააკაშვილი კიევში ოფიციალური პირი არ არის

© Mission of Ukraine to the North Atlantic Treaty Organizationსაქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი
საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროში განიხილა უკრაინელების სამშობლოში ევაკუაციის საკითხი, ასევე პანდემიასთან ბრძოლის საკითხებზე იმსჯელა.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ოფიციალური პირი არაა, განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩი მას შემდეგ დაიბარა, რაც სააკაშვილმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. საქართველოში ეს განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში და საარჩევნო პროცესში ჩარევად შეფასდა.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
სააკაშვილის დანიშვნა: საქართველოს ხელისუფლებამ კიევიდან ელჩი გამოიძახა

„უკრაინის პოზიცია ასეთია: სააკაშვილი უკრაინაში არ არის ოფიციალური პირი, ის არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე შტოს ნაწილი“, – განაცხადა დოლგოვმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა სტრატეგიულ პარტნიორებად რჩებიან და მათ სასაუბროდ სპეციალური ნოტები არ სჭირდებათ.

ელჩმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის საკითხი არ იყო ერთადერთი თემა, რომელიც საქართველოს საგარეო უწყებაში განიხილებოდა. მხარეებმა ასევე განიხილეს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის და საქართველოდან უკრაინელების ევაკუაციის საკითხები.

მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2004-2013 წლებში იყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებისა და მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა და უცხოეთში ცხოვრობდა, ვიდრე 2015 წელს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა არ მისცა და ოდესის ოლქის გუბერნატორობა არ შესთავაზა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
სად გაუშვა ბოკერიამ სააკაშვილი და რატომ დაიბარეს საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩი

სხვა ქვეყნის მოქალაქეობისა და თანამდებობის მიღების შემდეგ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად ჩამოერთვა. ამასთან, ბოლო წლებში თავად სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების საქმიანობა საქართველოში არაერთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი გახდა.

რაც შეეხება უკრაინაში მის პოლიტიკურ კარიერას, იგი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მმართველობისას ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. თანამდებობაზე მან ერთი წელიც ვერ გაძლო. მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს. უკრაინაში დაბრუნება და მოქალაქეობის აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ქვეყნის პრეზიდენტად ვლადიმირ ზელენსკი აირჩიეს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. სასამართლოში მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმე იხილება.

ყველა ახალი ამბავი
0