თბილისი 10 ივნისი – Sputnik. ათენში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ბინის გაქურდვაშია ბრალდებული, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი ადამიანი ბინის გაქურდვას ცდილობდა. ამ დროს ბინის პატრონები სამდღიანი მოგზაურობიდან სახლში დაბრუნდნენ.
მათ სახლში საეჭვო მოძრაობები შენიშნეს, რის შემდეგაც ჩაკეტეს შესასვლელი კარი და პოლიცია გამოიძახეს.
ქურდები გაქცევას შეეცადნენ და აივნიდან გადახტნენ. ერთ-ერთი მეზობელმა დაიჭირა, რომელიც იმ დროს ძაღლს ასეირნებდა.
დაკავებულს აღმოაჩნდა მოპარული ფული და ძვირფასეულობა. მეორე ქურდმა გაქცევა მოახერხა. ამჟამად მასზე ძებნაა გამოცხადებული.