მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვინ არის საბერძნეთში დაკავებული ქართველი, რომელსაც არალეგალები გადაჰყავდა

© AFP 2024 / ANGELOS TZORTZINISსაბერძნეთის პოლიცია
საბერძნეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილში, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა, ბერძნულმა პოლიციამ 13 არალეგალი ავღანელი აღმოაჩინა.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. საბერძნეთის ქალაქ სალონიკში დააპატიმრეს საქართველოს 36 წლის მოქალაქე, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა, იუწყება ბერძნული მასმედია.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ავტომობილის გაჩერებას ცდილობდა, მაგრამ მძღოლი პოლიციას არ დაემორჩილა, სიჩქარეს გადააჭარბა და გაქცევას შეეცადა, რა დროსაც ავტომობილმა მართვა დაკარგა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

პოლიციამ ავტომობილში 13 ავღანელი მიგრანტი აღმოაჩინა, რომელთაც საბერძნეთში ლეგალურად ყოფნისთვის საჭირო დოკუმენტაცია არ გააჩნდათ.

ავტომობილი ყალბი სანომრე ნიშნებით გადაადგილდებოდა. მძღოლი – საქართველოს მოქალაქე – დაკავებულია. მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0