ეს პროდუქტები განწყობა-ხასიათს აფუჭებს: ქვეყნდება ჩამონათვალი

© Pixabay / sasintგოგონა, რომელიც ტირის
გოგონა, რომელიც ტირის - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირკვევა, რომ არსებობს პროდუქტები, რომლებიც თავიდან თითქოს აუმჯობესებს გუნებას, მაგრამ შემდეგ, პირიქით, გაღიზიანებასა და შფოთვას იწვევს. ამიტომ მათი რეგულარული გამოყენება რეკომენდებული არ არის.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი კვება, რადგან საკვებზე, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, დამოკიდებულია ჩვენი გუნება-განწყობა და ჯანმრთელობა, გარკვეული პროდუქტები გავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე, მაგალითად, კარტოფილი ფრი ან შოკოლადი ჩვენი ტვინისთვის ტრიგერებია, აცხადებენ ექიმები. 

ზღვის პროდუქტები - Sputnik საქართველო
საწამლავი იმუნიტეტისთვის: ექიმები მავნე პროდუქტებს ასახელებენ

მათი თქმით, თუ მოულოდნელად გუნება შეგეცვალათ და არ იცით, რა გახდა ამის მიზეზი, უნდა გადახედოთ რაციონს.

ირკვევა, რომ საქმე ემოციურ კვებაშია. ეს არის ციკლური პროცესი, როდესაც ცუდი განწყობა აღგვიძრავს სურვილს, რომ წავიხემსოთ ისეთი პროდუქტებით, რომლებიც სისხლში შაქრის დონის მატებას იწვევს — ამ დროს ტვინს დოფამინის დოზა სჭირდება. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ დოფამინის დონე ქვეითდება, ადამიანი კი თავს დამნაშავედ გრძნობს.

„ემოციური კვების ეს ციკლური ბუნება ხშირად იწვევს სიამოვნების ნაკლებობას, დანაშაულის, სირცხვილისა და სინანულის გრძნობას“, — განმარტავს ფსიქოლოგი ლი ჩამბერსი.

ირკვევა, რომ კომფორტულ პროდუქტებს, რომლებიც ცუდ განწყობას იწვევს, საერთო ნიშან-თვისება აქვს: ისინი თავიდან ორგანიზმში შაქრის დონის მატებას იწვევენ, შემდეგ კი მის დაქვეითებას, რაც მოთენთილობას, შფოთვასა და გაღიზიანებადობას განაპირობებს.

მაგრამ, სპეციალისტების თქმით, გუნება-განწყობის გაუარესების ეფექტი იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ ფიზიოლოგია.

თეთრ და მუქნაჭუჭიანი კვერცხები კალათში  - Sputnik საქართველო
კვერცხის ჭამა კატეგორიულად დაუშვებელია, თუ... იდეალური პროდუქტის პლუსები და მინუსები

ფსიქოლოგების თქმით, ზოგი ადამიანი პროდუქტებს ყოფს ჯანსაღად და მავნედ. ამიტომ ყოველთვის, როდესაც ის „მავნე“ პროდუქტს მიირთმევს, სირცხვილს, მწუხარებასა და ბრაზს განიცდის.

როგორც ლი ჩამბერსი ამბობს, ცხიმის ან შაქრის მაღალი შემცველობით პროდუქტების რეგულარულმა და გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს განწყობაზე, ზომიერმა მოხმარებამ კი, პირიქით, კმაყოფილება და კომფორტი მოგიტანოთ.

დასახელდა ნიკოტინის შემცველი ბოსტნეული: აიოლებს მოწევისთვის თავის დანებებას>>

რომელია გუნების წამხდენი პროდუქტები?

  • ალკოჰოლი — ალკოჰოლმა შეიძლება თავიდან გააუმჯობესოს განწყობა, მაგრამ რეგულარულმა ან გადაჭარბებულმა მიღებამ, პირიქით, გააუარესოს ის.
  • ტკბილი სასმელები — ეს პროდუქტი მარტივ შაქრებს შეიცავს, რომელსაც ორგანიზმი სწრაფად ითვისებს, ეს კი სისხლში შაქრის დონის მატებას იწვევს. მისი დიეტური ვერსიით ჩანაცვლება გამოსავალი არ არის, ვინაიდან შაქრის შემცვლელი დამატკბობლები ასევე ახდენს გავლენას გუნება-განწყობაზე, კერძოდ, იწვევს შფოთვასა და გაღიზიანებადობას.
  • კოფეინი — მცირე დოზებით საშიში არ არის, მაგრამ მისი დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში (ხშირად მხოლოდ ერთი დამატებითი ფინჯანი) შეიძლება გაღიზიანებადობა და შფოთვა დაგეუფლოთ.
  • ნამცხვრები — გამომცხვარი პროდუქტები (ნამცხვარი, ტორტი, ორცხობილები) შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, რომელიც განწყობას აუარესებს.
„თუ ნამცხვრებზე, ფუნთუშებზე, ტკბილ სასმელებზე ან დამატკბობლებზე რამდენიმე დღის განმავლობაში უარს იტყვით, ნახავთ, რომ თქვენი ხასიათი არც ისე ცვალებადია“, — ამბობს ფსიქოლოგი ლი ჩამბერსი.
  • კარტოფილი ფრი — ეს პროდუქტი შეიცავს ნაჯერ ცხიმებს, რაფინირებულ ნახშირწყლებს, ჭარბი რაოდენობით მარილს. ასეთი საკვები შესაძლოა ცუდი განწყობისა და ადინამიის მიზეზიც გახდეს.
  • დამუშავებული პროდუქტები — ჩიფსია ეს თუ პიცა, გამოყენებისთვის მზა დამუშავებულ პროდუქტებს გუნების გაუარესება შეუძლია. ყველაფერი კი რაფინირებული შაქრების, ნაჯერი ცხიმებისა და კონსერვანტების  დიდი რაოდენობის ბრალია. სწორედ ამიტომ ეს პროდუქტები შეიძლება დაღლილობისა და მოტივაციის დაკარგვის მიზეზიც კი გახდეს.
  • შეფუთული, დაფასოებული ხორცი — ცილა ჯანსაღი დიეტის აუცილებელი შემადგენელია, მაგრამ ორგანიზმი ყველა მათგანს ერთნაირად არ ითვისებს. შეფუთული ხორცი კონსერვანტებითა და დანამატებითაა გაჯერებული, რომელიც უგუნებობასა და მუცლის შებერვას იწვევს. როგორც ალტერნატივა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფრინველის ხორცი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები.
ყველა ახალი ამბავი
0