წინასაარჩევნო რეინკარნაცია თუ... „სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური სახე ნატო ჩხეიძე გახდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერის პოსტი დამოუკიდებელ დეპუტატ ნინო ჩხეიძეს შესთავაზეს, „სახელმწიფო ხალხისთვის“ საპარლამენტო პარტია გახდა.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. პოლიტიკურ მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალი ლიდერი ჰყავს – მისი თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე გახდა. პარტიის ახალი შემადგენლობისა და გეგმების პრეზენტაცია დღეს გაიმართა.   

მარიამ ჯაში - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა ახალი პოლიტიკური პარტია შექმნეს

პარტიის ლიდერი ნიკა მაჭუტაძე მადლობას უხდის საზოგადოებას მაღალი ინტერესისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს კი მათი გაწეული შრომისთვის. 

„დღეს ქართველ ხალხს ეუბნებიან – წადით ქვეყნიდან, თქვენ თქვენს სამშობლოში ვერ იპოვით ბედნიერებას, კეთილდღეობას და თავისუფლებას. ეს ასე არ არის, ძვირფასო მეგობრებო. 2020 წლის არჩევნებზე გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად ჩვენ უნდა მოვახერხოთ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და ქართველი ხალხისთვის ქართული სახელმწიფოს დაბრუნება“, – განაცხადა მაჭუტაძემ. 

მისი სიტყვებით, ნატო ჩხეიძის პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ პოლიტიკური მოძრაობა საპარლამენტო პარტია გახდა.

პრეზენტაციის დროს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია იყოს გუნდის წევრი, მით უფრო, ოპოზიციური გუნდის, როდესაც „ცუდი მთავრობა ცუდად მართავს ქვეყანას“. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს ყოფილი პირველი პირები „ლელოს“ დადებენ? – რას უარყოფს მამუკა ხაზარაძე

„მე მივიღე შემოთავაზება პარტიიდან „სახელმწიფო ხალხისთვის" და გავხდი მისი პოლიტმდივანი, რადგან ამ პარტიის სახელწოდებაში დევს ჩემი პოლიტიკური კრედო – სახელმწიფო არსებობს თითოეული მოქალაქისთვის“, – განაცხადა ჩხეიძემ. 

მან აღნიშნა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის შემადგენლობაშიც მისი პარტიაც შედის, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ შეუპოვარ ბრძოლას ახორციელებს.

ნატო ჩხეიძემ საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ მას შემდეგ დატოვა, რაც თანაფრაქციელებმა მას მხარი არ დაუჭირეს ტელეკომპანია Iberia TV-სთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც თავადაა.

პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ მსოფლიოში ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ დააფუძნა, თუმცა 2016 წლის დეკემბერში, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბურჭულაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. ამის შემდეგ პარტიას სათავეში ნიკა მაჭუტაძე ჩაუდგა.

„სახელმწიფო ხალხისთვის“ შედის ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ შემადგენლობაში, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩამოყალიბდა.

ყველა ახალი ამბავი
0