მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ულტრაბგერითი კვლევა ადასტურებს: ქალი უკვე მეოთხე წელია ორსულადაა

გამოწერა
ქალი დარწმუნებულია, რომ მისი შემთხვევა უნიკალურია, ვინაიდან მისი მუცლადმყოფი შვილი ძალიან ნელა ვითარდება.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ორმოცი წლის ქალი ირწმუნება, რომ უკვე მეოთხე წელია ორსულადაა და ამის დასამტკიცებლად, გარდა მოზრდილი მუცლისა, ულტრაბგერით კვლევას იშველიებს, იუწყება გამოცემა The Sun.

სარა ჰოლიდეის, რომელიც აშშ-ის პატარა ქალაქ ფორტ-კოლინზსში ცხოვრობს, მიაჩნია, რომ მისი შემთხვევა უნიკალურია, ვინაიდან ფეხმძიმობა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ნელა მიმდინარეობს.

​გავრცელებული ინფორმაციით, ქალის ორსულობა 2016 წლის ზაფხულში დადასტურდა. მდგომარეობა დაახლოებით სექტემბრამდე ნორმალურად ვითარდებოდა და სარას მუცელი ნელ-ნელა ეზრდებოდა. მაგრამ უკვე შემოდგომაზე ექიმმა აღმოაჩინა, რომ ნაყოფის გულისცემა არ ისმოდა და იფიქრა, რომ ბავშვი დაიღუპა. ამიტომ მედიკოსმა სარა სასწრაფოდ გაგზავნა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.

  • „მაგრამ იქ ვერც ორსულობა დამიდასტურეს და ვერც ის, რომ მუცელი მომეშალა. ამიტომ უბრალოდ გამომწერეს“, — ამბობს სარა. 

ირკვევა, რომ სპეციალისტებმა უბრალოდ ივარაუდეს, რომ ცრუ ორსულობასთან ჰქონდათ საქმე.

მაგრამ უცნაური ის იყო, რომ ქალის მუცელი ზრდას განაგრძობდა. თუმცა, როდესაც სარას მშობიარობის დრომ მოუწია, არავინაც არ გაჩნდა. ქალმა არ იმშობიარა არც მომდევნო და არც იმის მომდევნო წელს. 

პაციენტი საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
უცნაური შემთხვევა: ცხვირიდან სისხლდენის შემდეგ გოგონამ მეხსიერება დაკარგა

2018 წელს სარა კიდევ ერთხელ გაგზავნეს ულტრაბგერით კვლევაზე და... სურათზე აშკარად გამოჩნდა ემბრიონი.

2020 წლის ზამთრის ბოლოს სარამ კიდევ ერთხელ ჩაიტარა ულტრაბგერითი კვლევა, რომელმაც ისევ დაადასტურა, რომ მის მუცელში მართლაც იყო რაღაც ემბრიონის მსგავსი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ქალს შეწყვეტილი აქვს ციკლი, რაც არის კიდეც ორსულობის ერთ-ერთი მთავარი დამადასტურებელი.

„დარწმუნებული ვარ, რომ მე იდუმალი ფეხმძიმობა მაქვს, როცა ბავშვი ძალიან ნელა ვითარდება. ექიმები მარწმუნებენ, რომ ეს ცრუ ორსულობაა, მაგრამ მე ყველა ნიშანი მაქვს იმისთვის, რომ საწინააღმდეგო ვამტკიცო“, — ამბობს სარა.

აღსანიშნავია, რომ ცოლის ორსულობაში ასევე დარწმუნებულია სარას ქმარი კორნელიც, მიუხედავად იმისა, რომ გინეკოლოგი ენ ჰენდერსონი გამორიცხავს ჯანმრთელი ბავშვის დაბადების ყველანაირ შანსს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0