მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უცნაური შემთხვევა: ცხვირიდან სისხლდენის შემდეგ გოგონამ მეხსიერება დაკარგა

© photo: Sputnik / Vitaliy An'kov / გადასვლა მედიაბანკშიპაციენტი საავადმყოფოში
პაციენტი საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა ქალს დაავიწყდა საკუთარი სახელი, ვერ ცნობდა დედ-მამასა და შეყვარებულს, არ ახსოვდა სიარული და ბევრი სხვა რამ.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ახალგაზრდა ქალმა, ინგლისის სურეის საგრაფოს მკვიდრმა, 26 წლის სოფი კლეიტონმა ცხვირიდან სისხლდენის შემდეგ მეხსიერება ხანგრძლივად დაკარგა, იუწყება ბრიტანული ტაბლოიდი The Sun. 

​გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გასული წლის ნოემბერში მოხდა. კლეიტონი სამსახურში წასვლას აპირებდა, როცა მას ცხვირიდან სისხლი წასკდა. სისხლდენა თითქმის 20 წუთი გრძელდებოდა. თავდაპირველად სოფიც და მისი დედაც ფიქრობდნენ, რომ ამაში საგანგაშო არაფერი იყო, მაგრამ შემდეგ გოგონას სისხლი მარცხენა თვალიდანაც წამოუვიდა და დედამ სასწრაფო სამედიცინო სამსახური გამოიძახა. 

სანამ ექიმები მოვიდოდნენ, სოფიმ გადაწყვიტა, სამსახურში დაერეკა და ეცნობებინა მომხდარის შესახებ, მაგრამ ციფრები ვერაფრით გაიხსენა.

„სასწრაფო დახმარება მალე მოვიდა. მათ თარიღის დასახელება მთხოვეს, მაგრამ ვერ გავიხსენე. საკუთარი სახელიც კი არ მახსოვდა. ეს საშინელება იყო“, — ამბობს სოფი. 

სოფი კლეიტონი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ათი დღე დაჰყო. ექიმებმა მას „ფუნქციური ნევროლოგიური აშლილობის“ დიაგნოზი დაუსვეს. გოგონა ვერ ცნობდა საკუთარ მამას, დედასა და შეყვარებულს, არ ახსოვდა როგორ უნდა დაევარცხნა თმა, დაავიწყდა სიარული. 

ამჟამად სოფი კლეიტონი ინვალიდის ეტლით გადაადგილდება. მასთან სარეაბილიტაციო ცენტრის სპეციალისტები მუშაობენ. ახალგაზრდა ქალი გამოჯანმრთელებისა და მეხსიერების აღდგენის იმედს არ კარგავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0