საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სამი ვაკანსიაა: კანდიდატების ვინაობა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი ორ წელიწადში ერთხელ იცვლება. მეურვის უფლებამოსილების ვადა არ აღემატება 6 წელს.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სამ ვაკანტურ ადგილზე ცხრა კანდიდატია წარდგენილი.

საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამეურვეო საბჭოში ადგილებზე პრეტენზიას აცხადებენ ზაზა აბაშიძე, თამარ ამაშუკელი, ნათია კაპანაძე, გრიგოლ მურღულია, ბონდო მძინარაშვილი, ოთარ შაორშაძე, დოდო შონავა, კონსტანტინე ჩლაიძე, ნინო ჭალაგანიძე და ზაურ ხალილოვი.

დისტანციური სწავლება - Sputnik საქართველო
„ტელესკოლა“ ერთ-ერთი საუკეთესოა: ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ვიდეორგოლი გადაიღო

პარლამენტმა საზმაუს სამეურვეო საბჭოში სამ ვაკანსიაზე კონკურსი 17 მარტს გამოაცხადა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ახლანდელი სახით 2005 წლის იანვრიდან ფუნქციონირებს. მანამდე სახელმწიფო ტელერადიოკორპორაცია არსებობდა.

საზოგადოებრივ მაუწყებელს სამეურვეო საბჭო ხელმძღვანელობს, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს. სამეურვეო საბჭო, თავის მხრივ, გენერალურ დირექტორს ირჩევს.

მაუწყებლის შესახებ კანონის თანახმად, სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი ორ წელიწადში ერთხელ იცვლება. მეურვის უფლებამოსილების ვადა არ აღემატება 6 წელს.

ყველა ახალი ამბავი
0