„ტელესკოლა“ ერთ-ერთი საუკეთესოა: ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ვიდეორგოლი გადაიღო

© photo: Sputnik / Alexander Gal'perin / გადასვლა მედიაბანკშიდისტანციური სწავლება
დისტანციური სწავლება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ გადაღებულ ვიდეორგოლში 17 ქვეყნის სხვადასხვა ტელესაგანმანათლებლო პროგრამა მოხვდა.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტი „ტელესკოლა“ ევროპის მაუწყებელთა კავშირის სარეკლამო რგოლში მოხვდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნების ონლაინ–გაკვეთილებია ნაჩვენები.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ მომზადებულ ვიდეორგოლში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ მოხსენიებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტი. 

ვიდეორგოლი ევროპის მაუწყებელთა კავშირმა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით მოამზადა. ვიდეორგოლი ხაზს უსვამს კრიტიკულ სიტუაციებში საზოგადოებრივი მაუწყებლობების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოკლე პერიოდში საგანმანათლებლო ტელეარხების შექმნას და მოსწავლეებისთვის ალტერნატიული განათლების შეთავაზებას.

ვიდეორგოლში 17 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლობები, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხია წარმოდგენილი.

 „ტელესკოლა“ განათლების სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია, რომელმაც სტარტი 30 მარტს აიღო. განათლების სამინისტრომ მოამზადა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც მოიცავს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებს.

ტელეგაკვეთილებს გამოცდილი მასწავლებლები ატარებენ.

გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილია სურდოთარგმანით.

ყველა ახალი ამბავი
0