ქართველ ფეხბურთელს კვიპროსის ნაკრებში თამაში სურს

© photo: Sputnik / Vladimir Pesnyaფეხბურთის ბურთი
ფეხბურთის ბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოთამაშე რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობს კუნძულზე, მაგრამ ადრე საქართველოს ნაკრების სახელით ორი ამხანაგური მატჩის ჩატარება მოასწრო

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. კვიპროსის „ენოსისის“ ქართველმა ფეხბურთელმა ირაკლი მაისურაძემ განაცხადა, რომ კვიპროსის ეროვნულ ნაკრებში თამაში სურს. ინფორმაცია ამის შესახებ გამოაქვეყნდა კვიპროსის გამოცემამ goal.com.

გამოცემა წერს, რომ მაისურაძის თქმით, ის კვიპროსის ნაკრებში თამაშზე ოცნებობს. ეს მოხდება მაშინ, როდესაც ის ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს და გუნდის მთავარი მწვრთნელი, ბელგიელი სპეციალისტი იოჰან ვალემი გამოიძახებს.

თემურ ქეცბაია - Sputnik საქართველო
„ანორთოსისის“ ხელმძღვანელობა სრულად უჭერს მხარს ქართველ მწვრთნელს

მაისურაძე უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობს კვიპროსზე, დაქორწინებულია კვიპროსის მოქალაქეზე და მომავალშიც გეგმავს დამკვიდრებას კუნძულზე, რადგან მას მოსწონს ადგილობრივი ყოფა, ადამიანები და ცხოვრება ამ ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ 31 წლის მაისურაძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ორი ამხანაგური მატჩის ჩატარება მოასწრო. იმ დროს ეროვნულ გუნდს თემურ ქეცბაია ედგა სათავეში.

ნახევარმცველი „ენოსისის“ სახელით 2018 წლის შემოდგომიდან ასპარეზობს. გარდა ამისა, მაისურაძე კვიპროსზე თამაშობდა „ერმისში“ და „ანორტოსისში“. აგრეთვე ის გამოდიოდა ბერძნული, მალტის, ბელარუსის და, რა თქმა უნდა, ქართული კლუბების სახელით.

ყველა ახალი ამბავი
0