ქართული მუზეუმების ექსპონატების ნახვა 3D-ფორმატშია შესაძლებელი

© Sputnik / Levan Avlabreliმზია და ზეზვა
მზია და ზეზვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფიროსმანის ნახატების, უძველესი ადამიანების - მზია და ზეზვას, ასევე ქართული მუზეუმების სხვა უამრავი საინტერესო ექსპონატის ნახვა 3D-ფორმატშია შესაძლებელი

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ვანის, დმანისისა და სიღნაღის მუზეუმების ექსპონატების ნახვა ახლა უკვე 3D-ფორმატშია შესაძლებელი. ეს შესაძლებელი გახდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) თანამშრომლობის შედეგად.

მერაბ აბრამიშვილის „სამოთხე“ Sotheby's-ის აუქციონზე გაიყიდება >>

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, AR და 3D ფორმატში ექსპონატების ნახვა შესაძლებელი იქნება პლანშეტიდან, რაც მუზეუმის ვიზიტორების გამოცდილებას კიდევ უფრო უნიკალურს გახდის.

გუსტავ კლიმტის გამოფენა - Sputnik საქართველო
თბილისი კლიმტის შედევრების ციფრულ გამოფენას მასპინძლობს

გაციფრულებულ ნიმუშებს შორისაა ვანში გათხრებისას ნაპოვნი ექსპონატები, რომლებიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე III-II საუკუნეებით თარიღდება.

ასევე სიღნაღის მუზეუმში შეიქმნა ტექნოლოგიური პლატფორმა ნიკო ფიროსმანის სურათისთვის „რთველი“, სადაც ციფრული გიდი დამთვალიერებლებს საქართველოში მევენახეობისა და მეღვინეობის კულტურის შესახებ გაფართოებულ რეალობაში მოუყვება.

ასევე შესაძლებელია დმანისში გათხრებისას ნაპოვნი უძველესი ჰომინიდების, მზია და ზეზვას ნახვა, რომელთა ანიმაციას დაემატა ხმალკბილა ვეფხვი, რომელიც ასევე დმანისში იპოვეს. დამთვალიერებლები მათ ნახვას მუზეუმის გახსნისთანავე შეძლებენ.

ქართული კულტურული მემკვიდრეობის ციფრულ პლატფორმებთან ინტეგრაციის მასშტაბურ პროექტს ახორციელებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ბრიტანეთის საბჭოსა და ვესმინსტერის უნივერსიტეტის მხარდაჭერით. პროექტის მომზადება 2019 წელს დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0