თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. გამოჩენილი მხატვრის, ავსტრიული მოდერნიზმის ფუძემდებლის გუსტავ კლიმტის ციფრული რეპროდუქციების გამოფენა თბილისის ციფრული ხელოვნების მუზეუმში 6 თებერვალს გაიხსნა, ნათქვამია მუზეუმის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ციფრული ხელოვნების მუზეუმი „თბილისის ციფრული სივრცე“ თბილისში 2019 წლის 7 ოქტომბერს გაიხსნა. მუზეუმი სამი მულტიმედიური დარბაზით სავაჭრო ცენტრ Tbilisi Mall-ის ტერიტორიაზე მდებარეობს.
მუზეუმის დამფუძნებლების სიტყვებით, ციფრული მუზეუმების უპირატესობა ისაა, რომ ისინი სინამდვილეში მოხვედრის ეფექტს აძლიერებს.
კლიმტის ციფრული გამოფენის მიზანი ქართული აუდიტორიისთვის ცნობილი მხატვრის სტილის გაცნობაა. ექსპოზიცია მოიცავს 60-მდე ნამუშევარს „ოქროს ხანის“ პორტრეტებისა და პეიზაჟების ჩათვლით. გამოფენის დათვალიერება ერთი თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
როგორც ცნობილია, გუსტავ კლიმტის საყვარელი მოტივები იყო მითოლოგია, ეროტიზმი და ქალები. „მე არასდროს ვხატავდი ავტოპორტრეტებს. მე ნაკლებად მაინტერესებს ჩემი თავი, როგორც ნახატის საგანი, ვიდრე სხვა ადამიანები, პირველი რიგში ქალები... ჩემში არაფერია განსაკუთრებული. მე ვარ მხატვარი, რომელიც მუშაობს დილიდან საღამომდე... ვისაც უნდა ჩემ შესახებ რამე გაიგოს... ჩემი ნახატები ყურადღებით უნდა დაათვალიეროს“, – ამბობდა ფერმწერი.