ბინები
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვლში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.2%- ით იყო გაიზარდილი და ქვეყნის მასშტაბით 67 002 ერთეულს შეადგენდა.
უძრავი ქონების სააგენტო „თბილისი სერვისის“ დირექტორის გიორგი კუნელაურის შეფასებით, კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა უძრავი ქონების ბაზარს.
„ფასებზე პანდემიამ მკვეთრად იმოქმედა. გასაქირავებელი ობიექტების საბაზრო ღირებულება დაახლოებით 20 -30 % დაეცა, ხოლო გასაყიდის - დაახლოებით 10 %. გარდა ამისა, ბაზარზე წლის დასაწყისთან შედარებით 50-60 % -ით შემცირდა მოთხოვნაც “- აღნიშნა გიორგი კუნელაურმა Sputnik საქართველოსთან საუბარში.
მისივე თქმით, ფასებმა ძირითადად ძველ აშენებულ ბინებზე და ქალაქის ძველ უბნებში მდებარე საცხოვრებლებზე დაიკლო. რაც შეეხება ახალ აშენებულ კორპუსებს, მათი ღირებულება დიდად არ შეცვლილა.
სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, დღეს უფრო მეტი მოთხოვნა მაინც გაყიდვებზეა ვიდრე ქირაზე.
საცხოვრებელ ფართებზე გამოცხადებული ფასები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა იმ ვებ-გვერდებზე სადაც ფიზიკური პირები თავად აქვეყნებენ განცხადებებს ბინის გაყიდვის თაობაზე. თუმცა, როგორც გიორგი კუნელაურმა განმარტა, მართალია გამყიდველი ინტერნეტში ისევ ძველ ფასს უთითებს, რეალურ მყიდველს საბოლო ჯამში გამოცხადებულზე ბევრად ნაკლებ თანხაზე ურიგდება.
რაც შეეხება მთავრობის გადაწყვეტილებას ახალაშენებული ბინების იპოთეკურით შეძენის შემთხვევაში სესხების 4 % სუფსიდირების თაობაზე, გიორგი კუნელააურის თქმით, ბაზარზე მსგავსი პრეცენდენტი დღემდე არ ყოფილა, მაგრამ ამან გაყიდვებზე დადებითად უნდა იმოქმედოს. მაგალითად, თუ დროის გარკვეულ მონაკვეთში გაიყიდებოდა 10 ობიექტი, სუბსიდრების შემთხვევაში გაიყიდება -12.
საქართველოს მთავრობა 5 წლის განმავლობაში ყველა იმ იპოთეკური სესხის 4 პროცენტს დაასუბსიდირებს, რომელი კონტრაქტიც 1 ივნისიდან წლის ბოლომდე გაფორმდება. ამ შეღავათით იპოთეკარები მხოლოდ ახალაშენებული ან მშენებარე ბინების შეიძენის შემთხვევაში ისარგებლებენ.
„მთავრობის ეს გადაწყვეტუილება ბაზარზე დადებითად აისახება. შეიძლება 4 % არ იყოს გადამწყვეტი ფაქტორი ადამიანისთვის ბინის შესაძენად, მაგრამ ვისაც გადაწყვეტილი აქვს, იმისთვის შეღავათია. თანაც რაღაც რისკ ფაქტორს უმცირებს და უფრო ადვილად მიიღებინებს გადაწყვეტილებას“- აღნიშნა გიორგი კუნელაურმა.
„თბილის სერვისის“ დირექტორი თვლის, რომ სუფსიდირება ახალაშენებულ ბინებზე ფასების ზრდას არ გამოიწვევს და მხოლოდ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას გაზრდის.
„სამშენებლო კომპანიას ობიექტის ღირებულებაში გათვალისწინებული აქვს დანახარჯი და შესაბამისად აქვს გამოყვანილი მისი საბაზრო ღირებულებაც, ფასს ვერ გაბერავს, სამშენებლო კომპანია იქიდან გამომდინარე რომ ბაზარზე კონკურენციაა“- აღნიშნა გიორგი კუნელაურმა.
ავტომობილები
კორონავირუსის პანდემიამ გაყიდვების მოცულობა ავტომობილების ბაზარზეც შეამცირა. საგრძნობლად არის გაიაფებული ავტოტრანსპორტიც.
რუსთავის ავტომობილების ბაზრობა, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესია. სულ რამდენიმე დღეა რაც ისევ ამუშავდა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში შემოღებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ბაზრობები დაკეტილი იყო.
რუსთავის ავტობაზრობა „აუტოპაპა“-ს მარკეტინგის მენეჯერის სტელა კამანდაროვას თქმით, რამდენიმე დღის მონაცემებზე დაყრდნობით ძნელია იმის განსაზღვრა, რა ხდება ბაზარზე მოთხოვნა მიწოდების თვალსაზრისით, თუმცა ავტომობილების ფასები დღეს გაცილებით იაფია, ვიდრე ეს საგანგებო მდგომარეობის შემოღებამდე იყო.
რუსთავის ავტობაზრობაზე დღეს 3 000 ზე მეტი ავტომობილი ელოდება მყიდველს.
„ბაზრობაზე მანქანის პარკირების ტარიფი შაბათ-კვირაობით ადრე 25 ლარი იყო, ხოლო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით კი 2 ლარი. ქვეყანაში საგანგებო მდგონარეობის გამოცხადების შემდეგ კი დღეში 1 ლარი გავხადეთ, ეს ლოიალური ტარიფი 1 ივნისამდე გვქონდა. ახლა პარკირების მომსახურება ჩვენთან 3 ლარია, ტარიფს ეტაპოვრივად გავზრდით და მხოლოდ სექტემბერში დავუბრუნდებით ძველ ფასს“ - აღნიშნა სტელა კამანდაროვამ.
კომუნალური გადასახადები
კორონავირუსის პანდემიას დენის გაზის, წყლის და დასუფთავების გადასახადებზე გავლენა არ მოუხდენია. წლის დასაწყისიდან არ შეცვლილა კომუნალური გადასახადების ტარიფები არც ფიზიკური და არც იურიდიული პირებისთვის.
სურსათი, ტრანსპორტი
პანდემიის ფონზე საქართველოში ინფლაცია 6%-ზე ზევით რჩება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში ინფლაციის დონემ წინა წელთან შედარებით 6,5% შეადგინა, მაშინ როცა მიზნობრივი მაჩვენებლი 3 %-ია.
ნიკა შენგელიას აზრით, კორონავირუსის პანდემიიდან გამოდინარე ეკონომიკის ჩაკეტვამ, თითქმის ყველა სახელმწიფო საკუთარი ეკონომიკის ავტონომიაში მოაქცია და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა. სურსათსა და სხვა საქონელის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაში ეკონომიკის ტემპების შემცირებამ, რაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემოღებული შეზღუდვებითაც იყო განპირობებული, საკვებზე ფასების ზრდა გამოიწვია.
„ფასები ძირითადად გაზრდილია სურსათსა და პირველადი მოხმარების თითქმის ყველა საქონელზე. ფასების ზრდას ხელი ლარის გაუფასურებამაც შეუწყო, თუმცა, მიუხედავად იმისა,რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ლარის კურსი დოლარის მიმართ შედარებით გამყარებულია, იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასების კლებას არ უნდა ველოდოთ,“- აღნიშნა ნიკა შენგელიამ
ეკონომისტის აზრით, კურსის გამყარებით გამოწვეულ მოგების მარჟას სავარაუდოდ თავად იმპორტიორი კომპანიები დაიტოვებენ.
მართალია წინა თვეებში ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ფონზე „საქსტატის“ მონაცემებით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასების კლება ფიქსირდება, ნიკა შენგელიას აზრით. მგზავრობის ღირებულების, ზრდას უნდა ველოდოთ როგორც კი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება და დიდი ალბათობით მგზავრობის ღირებულება მინიმუმ 2,5 -3 ჯერ იქნება გაზრდილი.
„საერთო ჯამში, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, რომელსაც „საქსტატი“ 2020 წლის ბოლოს დააფიქსირებს, მნიშვნელოვნად იქნება გადახრილი თარგეთირებული 3% ისაგან“- აღნიშნა ნიკა შენგელიამ.
ნატა პატარაია