თბილისის მერს ნერვებმა უმტყუნა: შეხლა-შემოხლა სკვერის გახსნაზე

გამოწერა
კალაძემ მომხდარს ყოფილი მმართველი პარტიის მხრიდან წარუმატებელი პროვოკაცია უწოდა, ხოლო მის აქტივისტებს - თაღლითები

თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. თბილისის მერს, კახა კალაძეს და მის დაცვის წევრებს ვარკეთილში სკვერის გახსნაზე დახვდნენ აქტივისტები, რომლებიც ე.წ. ანას ბაღში კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ, საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა.

ანას ბაღის გადასარჩენად - Sputnik საქართველო
ვარკეთილში, „ანას ბაღთან“ საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა

ინციდენტი გუშინ მოხდა. კალაძე ესაუბრებოდა მოსახლეობას, რა დროსაც მას მიუახლოვდა ორი სამოქალაქო აქტივისტი, რომლებმაც მას მერიის მუშაობასთან დაკავშირებით პრეტენზიები წაუყენეს.

ამან კალაძის გაღიზიანება გამოიწვია, მან ვერ შეძლო ემოციების შეკავება და მასსა და მის დაცვას და აქტივისტებს შორის ხანმოკლე შეხლა-შემოხლა მოხდა. შედეგად ერთ-ერთ აქტივისტს მაისურა დაეხა.

თავად კალაძემ მომხდარს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარუმატებელი პროვოკაცია უწოდა.

„არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც გუშინ ვთქვი. ძალიან კარგად ვიცი, რა ჩანს კადრებში, თქვენც და მეც მაქვს ორი თვალი, შესაბამისად, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულების, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. მათ არ მიეცათ პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა და ეს ადამიანები გაყვანილ იქნა ტერიტორიიდან“, - განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.

ანას ბაღის გადასარჩენად - Sputnik საქართველო
ვარკეთილში, ანას ბაღთან გამართულ აქციაზე მოსახლეობამ 24 საათიანი „საგუშაგო“ მოაწყო

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი აცხადებს, რომ კახა კვეკვესკირი, რომელსაც ინციდენტის დროს მაისური დაეხა, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

ლეიბორისტული პარტიის წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც გუშინ ინციდენტის ადგილას იმყოფებოდა, ამბობს, რომ კახა კალაძის გარდა, მერიის სხვა თანამშრომლებიც ძალადობდნენ. ჩხარტიშვილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ორშაბათს გეგმავს.

ვარკეთილში ადგილობრივი მოსახლეობა უკვე ერთი წლის განმავლობაში აპროტესტებს მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას ანას ბაღის ტერიტორიაზე და სკვერის მოწყობას მოითხოვს.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური