თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები შიდა გავრცელებას არ უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამკურნალო ნაწილის დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
COVID-19 საქართველოში: ინფიცირებულთა 82%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა >>
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ბოლო კვირაში 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
„სამივე არის შემოტანილი, ორი აქედან სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ერთი კარანტინიდან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 6 მაისისათვის შემთხვევების რაოდენობა 808-მდე გაიზარდა. ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 663 და გარდაიცვალა 13 ადამიანი.
საქართველო ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ინფიცირებულთა ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანაა. ამის მიზეზად ექსპერტები ასახელებენ მკაცრ ზომებს, რომლებიც მთავრობამ ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით დააწესა.