COVID-19 საქართველოში: ინფიცირებულთა 82%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა

© photo: Sputnik / Evgeny Epachintsev / გადასვლა მედიაბანკშიბიომასალა ტესტისთვის
ბიომასალა ტესტისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ყოველდღიურად იზრდება პაციენტების რიცხვი, რომლებმაც ახალი ტიპის კორონავირუსი დაამარცხეს

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ქართველმა მედიკოსებმა ერთ დღე-ღამეში კორონავირუსისგან 13 პაციენტი გამოაჯანმრთელეს, ნათქვამია სამთავრობო ვებგვერდზე stopcov.ge.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/2 ივნისი >>

ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისათვის კორონავირუსის დიაგნოზი 808 ადამიანს დაუსვეს, აქედან 663 (82,05%) გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 13 ადამიანი.

ამ დროისათვის COVID-19-სგან 132 პაციენტი მკურნალობს. ამგვარად, ქვეყანაში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ამჟამინდელ ინფიცირებულებს ხუთჯერ და მეტად აჭარბებს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2424, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 304 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0