ხედვა სომხეთიდან: ქართულ ტურიზმს სომხების გარეშე გაუჭირდება

© photo: Sputnik / Seyran Baroyanქობულეთის სანაპირო
ქობულეთის სანაპირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო რისკავს ტურიზმით, თუ არ გახსნის საზღვრებს სომხეთისთვის. თუმცა, სომხეთის ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს ესმით მეზობლების პოზიცია და ამ მგრძნობიარე საკითხის გადაწყვეტაში დახმარებას გეგმავენ

ლაურა სარქისიანი, „Sputnik სომხეთი“

საქართველოში სომხეთის მოქალაქეთა შემოსვლაზე შეზღუდვის შესაძლო გაგრძელება ნეგატიურად აისახება ქვეყნის ტურისტულ სფეროსა და, შესაბამისად, ეკონომიკაზე. მეტიც, დაზარალდება უცხოელებისთვის განკუთვნილი რეგიონული პაკეტები, რომლებსაც სომხეთისა და საქართველოს ტურისტული სფეროების წარმომადგენლები რამდენიმე წლის განმავლობაში ქმნიდნენ და უწევდნენ რეკლამას. ამაში დარწმუნებულია სომხეთის ტურიზმის ფედერაციის ხელმძღვანელი მეხაკ აპრესიანი. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
უსაფრთხო ტურიზმი: რა საკითხები განიხილა ზალკალიანმა ჩეხ კოლეგასთან საუბრისას

საქმე იმაშია, რომ ამ დღეებში საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველო კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებიდან ტურისტებს ვერ მიიღებს.  ამ კატეგორიაში ხვდება სომხეთიც იქ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე.

ადრე ამ განცხადებას უპასუხა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და განმარტა, რომ საკითხი - ვინ შეუშვებს და ვინ არა სომხეთის მოქალაქეებს თავის ქვეყანაში - დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, რომელიც ბოლო კვირას განსაკუთრებით შემაშფოთებელია.

აპრესიანმა აღნიშნა, რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორი ტემპით გავრცელდება ინფექცია სომხეთში. მისი სიტყვებით, გამყრელიძის განცხადება არაოფიციალურია. ამასთან დაკავშირებით საჭიროა ოფიციალური თბილისის პოზიციის მოსმენა.

 „სომხეთი - საქართველოსთვის სამი ძირითადი ბაზრიდან ერთ-ერთია, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე. არავისთვისაა საიდუმლო, რომ შავი ზღვის კურორტებზე დამსვენებელთა უმეტესობა სწორედ ჩვენი თანამოქალაქეები არიან“, - განაცხადა აპრესიანმა.

მისი თქმით, 2019 წლის ბოლოს სომხეთმა (1 365 048 მოქალაქე), აზერბაიჯანისა (1 526 619) და რუსეთის (1 471 558) შემდეგ, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობით მესამე ადგილი დაიკავა.

აპრესიანმა აღნიშნა ასევე, რომ ციფრები ყველაფერზე მეტყველებენ. სომეხი ტურისტების გარეშე საქართველო ვერ შეძლებს ტურისტული სფეროს ფეხზე დაყენებას, რომელზეც ქვეყნის ეკონომიკაა დამოკიდებული, რაც დიდ ზარალს ნიშნავს. 

ბათუმი - Sputnik საქართველო
ქუთაისი და ბათუმი – ტურიზმის თვალსაზრისით ისრაელის ინტერესის სფერო

ექსპერტის თქმით, ერთი მხრივ, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გასაგებია, მათ არ სურთ შვედური მოდელი, არ სურთ გარისკვა ამდენი შეზღუდვისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების შემდეგ. მეორე მხრივ, აპრესიანს მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი გაუგებარია.

 „არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემია არ შეეხო. ნაკლებად მნიშვნელოვანია, რომ ერთ ქვეყანაში მეტი ინფიცირებულია, მეორეში კი ნაკლები. თუ ქვეყანა იხსნება, ყველასთვის უნდა გაიხსნას. განსაკუთრებით, თუ ისინი საქართველოში შემოსვლამდე 72 საათით ადრე PCR-ტესტირების აუცილებლობის შემოღებას გეგმავენ“, - აღნიშნა მან.

ექსპერტის თქმით, გამყრელიძის მიერ გაჟღერებული განცხადება საბოლოო არ არის. ქვეყნის ხელისუფლება ჯერ აანალიზებს ვითარებას. ამასთან, მას მიაჩნია, რომ სომხეთმაც უნდა მიიღოს ამ კუთხით გადაწყვეტილება. იგი შესაბამის ორგანიზაციებს ურჩევს, კარგად აწონ-დაწონონ ყველა რისკი და აირჩიონ ოქროს შუალედი, რათა სომხეთის ტურიზმი, რომელიც ისედაც არ ყვავის, ბოლომდე არ განადგურდეს.

იმის შესახებ, რომ საქართველო ჯერ კიდევ ფიქრობს, რა პრინციპით შეუშვებს ტურისტებს და რომელი ქვეყნებიდან, „Sputnik-სომხეთის“ კორესპონდენტს ტურისტული სფეროს წარმომადგენლებიც ესაუბრნენ. მეტიც, მათ აღნიშნეს, რომ ჯერ არ არის მიღებული ოფიციალური გადაწყვეტილება და რაიმე დასკვნების გაკეთება ნაადრევია. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
რას ნიშნავს COVID–პასპორტი და როგორი იქნება მისი გაცემის წესი

შედის თუ არა სომხეთი იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებთანაც საქართველო ტურისტებისთვის ე.წ. „უსაფრთხო დერეფნების“ შექმნის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს? ამ კითხვაზე პასუხის მიღების იმედით „Sputnik-სომხეთმა“  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს მიმართა.

უწყებას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან ჯერ პასუხი არ მიუღია. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი მოკლე ინფორმაციით შემოიფარგლნენ.

„საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს რეგულაციები კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. ისინი არ ითვალისწინებენ ქვეყანაში უცხოელების შემოსვლას. თუ რამე შეიცვლება, შესაბამისი განცხადება გაკეთდება“, - აღნიშნეს საქართველოს საგარეო უწყების პრეს–სამსახურში.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად სომხეთში იმყოფებიან, საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ ისინი ქვეყანაში შეიძლება დაბრუნდნენ სახმელეთო გზით, თუმცა, სამშობლოში ორკვირიანი კარანტინის გავლა აუცილებლად მოუწევთ. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველო მზად არის დაეხმაროს სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალაში რჩება უცხოელების შესვლაზე დაწესებული აკრძალვა.

 „შეგახსენებთ, რომ სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 13 ივნისამდე მოქმედებს. შესაბამისად, სომხეთში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დასრულებამდე შენარჩუნდება“, - აღნიშნა საგარეო პოლიტიკური უწყების პრესმდივანმა ანა ნაგდალიანმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ჯერ კიდევ ძალაშია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლის აკრძალვის შესახებ. ამიტომ მოქალაქეთა გადაადგილებაზე შეზღუდვები ამ გადაწყვეტილებითაა განპირობებული.

5 ივნისისთვის სომხეთში გამოვლენილია ახალი ტიპის SARS-CoV-2 –ით ინფიცირების 11 817 შემთხვევა. საქართველოში - 805.

 

ყველა ახალი ამბავი
0