საქართველო მზად არის დაეხმაროს სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა საგარეო საქმეთა მინისტრმა სომეხ კოლეგასთან სატელეფონო საუბარში კიდევ ერთხელ გამოთქვა სომხეთისთვის დახმარების აღმოჩენის მზადყოფნა.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურ კომუნიკაციაშია სომხეთის ხელისუფლებასთან და მზად არის დაეხმაროს მას კორონავირუსთან ბრძოლაში, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო
ფაშინიანი: სომხეთი საქართველოს დახმარებისთვის საჭიროების შემთხვევაში მიმართავს

„კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას აქვს ინტენსიური კომუნიკაცია სომხურ მხარესთან. რამდენიმე დღის წინ შედგა პრემიერ-მინისტრების გიორგი გახარიასა და ნიკოლ ფაშინიანის სატელეფონო საუბარი. კომუნიკაცია ასევე ხორციელდება ცალკეული მინისტრების დონეზეც“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოსა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სომეხ კოლეგა, ზოგრაბ მნაცაკიანთან სატელეფონო საუბრისას საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა სომხეთისთვის დახმარების აღმოჩენის მზადყოფნა.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11 221-მდე გაიზარდა. კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა 176 ადამიანი. კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პაციენტების რაოდენობა, რომლებიც სხვა მიზეზებით დაიღუპნენ, 68-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ინფექცია 3 468 ადამიანმა დაამარცხა. კლინიკებში მკურნალობს 7 509 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0