ამერიკული პროტესტის გამოძახილმა თბილისამდეც მიაღწია

© Sputnik / Alex Shlamovამერიკელებისადმი სოლიდარობის აქცია თბილისში მცხოვრებმა მათმა თანამემამულეებმა გამართეს
ამერიკელებისადმი სოლიდარობის აქცია თბილისში მცხოვრებმა მათმა თანამემამულეებმა გამართეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელებისადმი სოლიდარობის აქცია გამართეს თბილისში მცხოვრებმა მათმა თანამემამულეებმა. მათ ასევე თბილისელების შეუერთდნენ

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. მინეაპოლისში პოლიციის მიერ დაკავებისას აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაღუპვასთან დაკავშირებით თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

© Sputnik / Alex Shlamovამერიკელებისადმი სოლიდარობის აქცია თბილისში მცხოვრებმა მათმა თანამემამულეებმა გამართეს
ამერიკული პროტესტის გამოძახილმა თბილისამდეც მიაღწია - Sputnik საქართველო
ამერიკელებისადმი სოლიდარობის აქცია თბილისში მცხოვრებმა მათმა თანამემამულეებმა გამართეს

აშშ-ის პოლიცია მომიტინგეთა სოლიდარობის ნიშნად მუხლს იყრის – ფოტო >>

აქციის ორგანიზატორები არიან თბილისში მცხოვრები ამერიკელები, მათ რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ. აქცია სოციალური ქსელ Facebook-ში დაიგეგმა.

© Sputnik / Alex Shlamovამერიკელებისადმი სოლიდარობის აქცია თბილისში მცხოვრებმა მათმა თანამემამულეებმა გამართეს
ამერიკული პროტესტის გამოძახილმა თბილისამდეც მიაღწია - Sputnik საქართველო
ამერიკელებისადმი სოლიდარობის აქცია თბილისში მცხოვრებმა მათმა თანამემამულეებმა გამართეს

აქცია სიჩუმეში მიმდინარეობს. მის მონაწილეებს პირბადეები უკეთიათ, ისინი იცავენ დისტანციას და უკავიათ პლაკატები ინგლისურენოვანი წარწერებით, რომლებიც აშშ-ში ტერორის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

პრესისთვის არანაირი განცხადებები არ გაკეთებულა.

არეულობა აშშ-ში - Sputnik საქართველო
მოსაზრება: აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მაროდიორებთან ბრძოლაში გადაიზარდა

აქციის მონაწილეების გადასწვრივ გამოჩნდა ორკაციანი ჯგუფი, მათ 90-იანი წლების საქართველოს დროშა უკავიათ. ისინი აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას მხარს უჭერენ.

მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები მთელს ამერიკას მოედო, შემდეგ - სხვა ქვეყნებს.

აშშ-ში მომიტინგეებმა გაძარცვეს მაღაზიები და ავტომობილები და პოლიციის შენობა დაწვეს.

ასობით ადამიანი პლაკატებით - „ვერ ვსუნთქავ“, „არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა“ - გამოვიდა ქუჩებში ნიდერლანდებში, ესპანეთში, არგენტინაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში.

საბერძნეთში მომიტინგეებმა ამერიკის საკონსულოსთან აშშ-ის დროშა დაწვეს. არეულობით დასრულდა პროტესტები კანადაში და საფრანგეთში, სადაც პოლიციას მომიტინგეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწია.

ყველა ახალი ამბავი
0