ჯორჯ ფლოიდი პოლიციას დაკავებისას შემოაკვდა. ვიდეოკადრებმა ამერიკელები აღაშფოთა. ინციდენტის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებმა იფეთქა. უკვე რამდენიმე დღეა ათასობით ადამიანი მინეაპოლისში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და აშშ-ის სხვა დიდ ქალაქებში აქციებს მართავს.
ბევრგან მშვიდობიანი აქცია მალე გადაიზარდა არეულობასა და პოლიციასთან დაპირისპირებაში. დემონსტრანტები არბევდნენ და ძარცვავდნენ მაღაზიებს, ცეცხლს უკიდებდნენ სანაგვე ურნებსა და ავტომობილებს.
პოლიციელები მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვანაირად გამოხატავენ მომიტინგეთა სოლიდარობას.
კალიფორნიის ქალაქ სანტა-კრუზის მერმა და პოლიციის ხელმძღვანელმა ენდი მილსმა სოლიდარობა გამოუცხადეს აქციის მონაწილეებს და მუხლი მოიყარეს დემონსტრაციის მსვლელობისას. ანალოგიურად მოიქცნენ მათი კოლეგები ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში.