Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

სახიფათო ინფექცია მეზობლად: სომხეთში 4 წლის ბავშვს უცნობი სინდრომი დაუდგინდა

CC BY-SA 2.0 / Petras Gagilas / chickenpoxავადმყოფი ბავშვი
ავადმყოფი ბავშვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ჯანმომ მოუწოდა მსოფლიოს მედიცინის მუშაკებს, განსაკუთრებით ყურადღება გაემახვილებინათ ბავშვებში კავასაკის დაავადების მსგავს ახალ ანთებით სინდრომზე, რომელიც, შესაძლოა, COVID-19-თან იყოს კავშირში.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. კორონავირუსის სიმპტომების მქონე ოთხი წლის ბავშვს სომხეთში კავასაკის სინდრომი დაუდგინდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტოროსიანის განცხადებაზე დაყრდნობით. 

ტედროს გებრეიესუსი - Sputnik საქართველო
უცნობი სინდრომი ბავშვებში: ჯანმო მსოფლიოს ექიმებს „კრიტიკულ აუცილებლობაზე“ აფრთხილებს

მინისტრი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განმარტავს, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კავასაკის სინდრომის შემთხვევებმა იმატა, რაც მეცნიერებმა კორონავირუსულ ინფექციას დაუკავშირეს. აღნიშნული სინდრომი ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა მას ძირითადად ვირუსულ დაავადებებზე აუტოიმუნური სისტემის რეაქციას უკავშირებენ. 

„საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩვენ ვემზადებოდით და იმუნოგლობულინური პრეპარატები შევიძინეთ. იმედი მაქვს, პატარა მალე გამოჯანმრთელდება. ამ დროისათვის ექიმები მის მდგომარეობას საშუალოდ მძიმედ აფასებენ“, — ნათქვამია მინისტრის პოსტში სოციალურ ქსელში. 

მანამდე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემის (NHS) წარმომადგენლებმა გაფრთხილება გაუგზავნეს ყველა ქვეყნის ექიმებს, რომ ბავშვებში იმატებდა სისტემური ანთებითი სინდრომის შემთხვევებმა, რა დროსაც პაციენტებს აღენიშნებოდათ მუცლის ტკივილი და გულის პრობლემები, და რომ ეს შეიძლებოდა კორონავირუსთან ყოფილიყო კავშირში.

დადასტურდა: უცნობი სინდრომი ბავშვებში COVID-19-ს უკავშირდება - დასახელდა ახალი სიმპტომები

ამის შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა მოუწოდა მედიცინის მუშაკებს, განსაკუთრებულად გაემახვილებინათ ყურადღება ბავშვებში კავასაკის დაავადების მსგავს ახალ ანთებით სინდრომზე, რომელიც, შესაძლოა, COVID-19-თან იყოს კავშირში. მოგვიანებით შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა დაადასტურა ანთებითი სიმდრომის კავშირი COVID-19-თან, რასაც აშშ-ში ლეტალური შემთხვევებიც მოჰყვა ბავშვებში.

ბავშვებში უცნობი სინდრომის შემთხვევები მატულობს - მსოფლიო მასმედია ფოტოებს აქვეყნებს>>

რაც შეეხება კავასაკის სინდრომს, ის თავისთავად ასევე ამოუცნობი დაავადებაა. ეს არის სისტემური ვასკულიტი, რომელიც არტერიებს აზიანებს. დაავადება ძირითადად ჩნდება ერთიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში. სინდრომის წარმოშობის მიზეზი დაუდგენელია და მისი პირდაპირი მკურნალობის მეთოდიც არ არსებობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0