Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ბავშვებში უცნობი სინდრომის შემთხვევები მატულობს - მსოფლიო მასმედია ფოტოებს აქვეყნებს

© REUTERS / MOHAMED ABD EL GHANYკაიროელი ბავშვები სამედიცინო ნიღბებით
კაიროელი ბავშვები სამედიცინო ნიღბებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით ექიმები ზუსტად ვერ ამბობენ, მართლაც ააქტიურებს თუ არა კორონავირუსი რაიმე აუტოიმუნურ დაავადებას, თუ ეს თავად COVID-19-ის გამოვლინებაა.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ბავშვებს შორის ახალი სახიფათო სინდრომი ვრცელდება, რომელსაც ბრიტანელი ექიმები კორონავირუსთან აკავშირებენ, იუწყება Bloomberg-ი.

გამოცემის ინფორმაციით, ანალოგიური შემთხვევები დაფიქსირებულია იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, აშშ-სა და შვეიცარიაში. 

​გამოცემა Daily Mail-მა აღწერა დაავადების რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა და ფოტოებიც გამოაქვეყნა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა უკავშირდება 13 წლის ლიუის გრეიგს.

ირკვევა, რომ ერთი კვირით ადრე ბიჭს თვალები დაუწითლდა და დაუსივდა, ტემპერატურა 40 გრადუსამდე აეწია, დაეწყო პირღებინება, ხოლო სხეულზე წითელი გამონაყარი გაუჩნდა ლაქების სახით. ლიუისი არ ახველებდა, ამიტომ მშობლებს კორონავირუსზე ეჭვი არ მიუტანიათ. ორიოდე დღის შემდეგ ბიჭმა თავი უკეთ იგრძნო, თუმცა მერე კვლავ ცუდად გახდა.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ზე გაკეთებულმა პირველმა ორმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, თუმცა საავადმყოფოში ჩატარებულმა მესამე ანალიზმა დაავადება დაადასტურა. 

ექიმი ბავშვს სინჯავს - Sputnik საქართველო
ბავშვებში ატიპური დაავადება დაფიქსირდა: ექიმები კორონავირუსთან კავშირს იკვლევენ

ბიჭის დედამ ჟურნალისტებს გადასცა ექიმის სიტყვები, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვებს შესაძლოა არ ახველებდეთ, მაგრამ უვლინდებათ აუტოიმუნური დაავადების სიმპტომები, რომლებიც ძალიან ჰგავს კავასაკის სინდრომს.

ჯერჯერობით ექიმები ზუსტად ვერ ამბობენ, მართლაც ააქტიურებს თუ არა კორონავირუსი რაიმე აუტოიმუნურ დაავადებას, თუ ეს თავად COVID-19-ის გამოვლინებაა.

რაც შეეხება კავასაკის სინდრომს, ის თავისთავად ასევე ამოუცნობი დაავადებაა. ეს არის სისტემური ვასკულიტი, რომელიც არტერიებს აზიანებს. დაავადება ძირითადად ჩნდება ერთიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში. სინდრომის წარმოშობის მიზეზი დაუდგენელია და მისი პირდაპირი მკურნალობის მეთოდიც არ არსებობს.

გამოცემა Guardian-ის ბოლო მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოში ბავშვებს შორის გაურკვეველი სინდრომის ასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0