რომელი ქვეყნიდან ჩამოვლენ საქართველოში პირველი ტურისტები - შეთანხმება მიღწეულია

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშიპრაღა
პრაღა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნები, რომლებიც კარგად გაუმკლავდნენ კორონავირუსის გავრცელებას, მათ შორის, საქართველო და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, შესაძლოა ერთობლივად შევიდნენ უსაფრთხო ქვეყნების სიაში

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. საქართველო ივლისის დასაწყისიდან გაიხსნება ჩეხი ტურისტებისთვის, ამის შესახებ განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომაშ პეტრშიჩეკმა ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან სატელეფონო საუბრისას.

როგორ უზრუნველყოფს მგზავრთა უსაფრთხოებას თბილისის აეროპორტი >>

ზალკალიანის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია უკვე ისრაელში და ისრაელისთვისაც საქართველო გამოცხადებულია როგორც უსაფრთხო ქვეყანა. მისივე თქმით, საქართველოს საგარეო უწყებაში ელოდებიან ოფიციალურ დადასტურებას, თუ რა თარიღიდან მოხდება ეს და ვარაუდობენ, რომ ისრაელი გადაწყვეტილებას ივნისის მეორე ნახევრიდან მიიღებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყება და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები აქტიურად არიან ჩართულნი უსაფრთხო ტურიზმის კონცეფციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის პროცესში.

თბილისი - Sputnik საქართველო
ტურისტების მოლოდინში: რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებას ითხოვს ესტონეთი

ასევე იგეგმება მინისტრის სატელეფონო საუბარი ბერძენ კოლეგასთან, რომლის დროსაც საუბრის მთავარი თემა იქნება ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციით ე.წ. უსაფრთხო დერეფნების გამოყენებით ტურისტების მასპინძლობა.

„ქვეყნები, რომლებიც კარგად გაუმკლავდნენ კორონავირუსის გავრცელებას, მათ შორის, საქართველო და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, შეიძლება ერთობლივად შევიყვანოთ იმ ქვეყნების სიაში, რომლებთანაც გავხსნით საზღვრებს სამოგზაუროდ ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში“, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, აღნიშნულ სიაში შემავალი ქვეყნების მოქალაქეებს ორივე მიმართულებით მოგზაურობის საშუალება მიეცემათ.

„ტურისტებს მიეცემათ შესაძლებლობა ორივე მიმართულებით მოგზაურობისთვის. ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს ასევე პოლონელ და ბალტიელ კოლეგებთან. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ უახლოეს პერიოდში ყველა ეს მიმართულება გაიხსნება ქართველი ტურისტებისთვის და ასევე, ტურისტებისთვის ამ ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
 Airzena - Georgian Airways - Sputnik საქართველო
ავიაბილეთები საქართველოში – როგორი იქნება საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის წესები

საქართველომ 21 მარტიდან საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეაჩერა. კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის წყალობით, ხელისუფლებამ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის განახლება, 1 ივლისიდან კი უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში აღდგენილი იქნება სახმელეთო, სარკინიგზო და ავიამიმოსვლა.

წინასწარი ინფორმაციით, პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს, ისრაელი იქნება. ბალტიის ქვეყნებთან ერთად, საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან და მეზობელ ქვეყნებთან.

ამ დროისთვის 20–ზე მეტმა ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენების განახლების სურვილი გამოთქვა.

„სრული უფლება აქვთ“ – ფაშინიანი სომეხი ტურისტებისთვის საქართველოში შემოსვლის აკრძალვაზე >>

საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის აღორძინების ამბიციური გეგმის რეალიზაციისთვის, რომელიც პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა და შემოსავლის 70% დაკარგა, ხელისუფლებამ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0