არჩევნები პანდემიის დროს: შეძლებს თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას სიცხიანი ამომრჩეველი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაარჩევნო ყუთი
საარჩევნო ყუთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება სპეციალურ წესებზე მუშაობს, რათა არჩევნების დღემ კორონავირუსის აფეთქების პროვოცირება არ მოახდინოს.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნებზე იმოქმედებს სპეციალური წესები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებას არ დაუშვებს, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს კორონავირუსის პანდემიის ფონზე ჩატარდება. შემოდგომაზე ეპიდემიოლოგები COVID-19-ის მეორე ტალღას პროგნოზირებენ.

საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებების საყოველთაო განხილვა ხუთშაბათს დაიწყება>>

„აუცილებლად იქნება მიღებული ზომები იმისთვის, რომ არჩევნები, მათ შორის არჩევნების დღე, არ გახდეს ეპიდემიის გავრცელების წყარო. საუბარია, რა თქმა უნდა, შესაბამის ეკიპირებაზე, პირბადეებზე, იმაზე, რომ დამატებითი ცნობები იქნება მიღებული ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის საუბნო კომისიის წევრებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის. ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიდეს ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკები“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატის განმარტებით, წესების ნაწილი საარჩევნო კოდექსშიც მოხვდება, თუმცა საჭირო იქნება კონსულტაციები ოპოზიციასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

არჩევნები - Sputnik საქართველო
გახარია: საქართველო მზად არის მიიღოს დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა არჩევნებზე

„რაც შეეხება თერმოსკრინინგს, შეიძლება ეს ჩატარდეს, მაგრამ აქ არის თავისი რისკები... კერძოდ, თერმოსკრინინგმა შეიძლება იქონიოს ამომრჩევლის დაფრთხობის ეფექტი. შეიძლება მოვიდეს ამომრჩეველი და როცა აღმოაჩნდება ტემპერატურა, გავიდეს საარჩევნო უბნიდან და ვერ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ყველა დეტალი, იქნება ეს თერმოსკრინინგი, პირბადე თუ სხვა, იქნება აწონ-დაწონილი როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე პოლიტიკური და საარჩევნო კუთხითაც. აქედან გამომდინარე არც ერთი ისეთი წესი არ დადგინდება, რომელიც რაიმე ფორმით დააბრკოლებს ამომრჩეველს ხმის მიცემის პროცესში“, – განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციაში არ არის ჩანაწერი, რომ კორონავირუსით დაავადებულს კენჭისყრაში მონაწილეობა არ შეუძლია.

„უნდა გამოიძებნოს ისეთი სამართლიანი და ობიექტური მექანიზმი, რომელიც ყველა მოქალაქეს, თუნდაც ის იყოს ინფიცირებული, ან ავად, შესაძლებლობას მისცემს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

წინასწარი ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლები, დამკვირვებლები და კომისიის წევრები უნდა იყვნენ პირბადეებით და დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია.

საქართველოს პრეზიდენტი: პანდემია საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის>>

თუმცა, საქართველოში არჩევნების დროს საარჩევნო უბანზე, როგორც წესი, ყველაზე ცოტა, შვიდი ადამიანი მაინც იმყოფება. სინამდვილეში კი ადამიანების რაოდენობა გაცილებით მეტია – კომისიის წევრები, დამკვირვებლები პარტიებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ჟურნალისტები, ასევე თავად ამომრჩევლები. ამგვარად, დაახლოებით საკლასო ოთახის ზომის ოთახში ხშირად 20-დან 50-მდე ადამიანი იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0