COVID-19: საქართველოში ე.წ. იმპორტირებული შემთხვევები მატულობს?

© Sputnik / Levan Avlabreliსატვირთო
სატვირთო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 800-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 640 ადამიანი, გარდაიცვალა 13 პაციენტი.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი ოთხი ახალი შემთხვევიდან სამი სატვირთოს მძღოლი, ერთი კი ე.წ. საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებული პირია, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. 

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გახსნის თუ არა საზღვარს საქართველო სომეხი ტურისტებისთვის – გამყრელიძის პასუხი

„სატვირთო ავტომობილების მძღოლების შემთხვევაში შემოტანილი, ანუ ე.წ. იმპორტირებული შემთხვევაა. ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ინფექციურ საავადმყოფოში ე.წ. საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებული 20-ზე მეტი პირი მკურნალობს. სულ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 57 პაციენტია მოთავსებული. ამ დროისთვის კლინიკაში პრობლემური და მძიმე პაციენტები არ იმყოფებიან.

„ჩვენ, ძირითადად, საშუალო სიმძიმის და მცირე რაოდენობით მსუბუქი პაციენტები გვყავს“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის  მეორე ტალღის აფეთქება რეალურია? – ეპიდემიოლოგის განმარტება>>>

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცხრა ინფიცირებული პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

თბილისის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 23 პაციენტი მკურნალობს. მათგან სამის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, რამდენადაც ასაკის თვალსაზრისით ისინი რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან. ხუთი პაციენტი არასრულწლოვანია.

ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა მიმღებ კლინიკებში 147 ადამიანი მკურნალობს.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ოთხით გაიზარდა და 800-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 640 ადამიანი, გარდაიცვალა 13 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0