მოსაზრება: ვის აწყობს ამერიკულ ბუნტში რუსეთის დადანაშაულება

© photo: Sputnik / Brian Smith / გადასვლა მედიაბანკშისაპროტესტო აქციის მონაწილეები აშშ-ში
საპროტესტო აქციის მონაწილეები აშშ-ში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ში მასობრივი არეულობის პროვოცირებას რუსები ახდენენ, ხოლო დემონსტრანტები საპოლიციო უბნებს „რუსული მეთოდიკის“ მკაცრი დაცვით არბევენ. ასეთი ბრალდება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ექს-პრეზიდენტ ობამას ყოფილმა მრჩეველმა სუზან რაისმა გამოთქვა.

გალია იბრაგიმოვა 

მტკიცებულებების ნაცვლად მან საკუთარ გამოცდილებასა და ინტუიციას მოუხმო. რატომ ხედავენ ამერიკელები ყველაფერში „რუსულ კვალს“?

პროტესტიდან მაროდიორობამდე

ლოს-ანჯელესში სავაჭრო ცენტრები კარანტინზეა. კალიფორნიის ხელისუფლება მათ გახსნას ივნისში გეგმავდა. მაგრამ ეს მათზე ადრე მაროდიორებმა გააკეთეს. ახლა ელიტური ბუტიკების კარები და ვიტრინები დამტვრეულია და ყველაფერი გაძარცვულია. თავდამსხმელებმა გაიტაცეს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტანსაცმელი, ავეჯი და საკვებიც კი. პოლიცია ვერტმფრენებიდან წყლის დასხმით ცდილობდა ბრბოს დაშლას, მაგრამ ამან ისინი ვერ დააცხრო. 

პროტესტი აშშ-ში: როგორ ცდილობენ ამერიკელები რუსეთზე დანაშაულის გადაბრალებას - Sputnik საქართველო
პროტესტი აშშ-ში: როგორ ცდილობენ ამერიკელები რუსეთზე დანაშაულის გადაბრალებას

პროტესტებმა, რომელიც მინეაპოლისში პოლიციელების მიერ დაკავებისას აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაღუპვას მოჰყვა, მინეაპოლისის კვალდაკვალ მოიცვა ვაშინგტონი, სან-ფრანცისკო, პორტლენდი, მაიამი, ინდიანაპოლისი, ფილადელფია, ატლანტა. დერეკ ჩოვინი, ტრაგიკულ ინციდენტში უშუალო დამნაშავე, სამსახურიდან გაათავისუფლეს და ის ახლა გაუფრთხილებლობით მკვლელობაშია ბრალდებული. მიმდინარეობს გამოძიება. მაგრამ დემონსტრანტები მოითხოვენ არა მარტო წესრიგის დამცველის დასჯას, არამედ აშშ-ში სისტემური რასიზმისთვის ბოლოს მოღებას. „არ არის სამართალი — არ არის მშვიდობა! ძირს პოლიციური თავნებობა!“ — გაჰყვირიან დემონსტრანტები.

ბევრ მათგანს ხელში უჭირავს ტრანსპარანტები ფლოიდის სიკვდილისწინა სიტყვებით: „ვერ ვსუნთქავ!“ ასობით ადამიანი წვებოდა ასფალტზე და იმეორებდა ამ სიტყვებს. მაგრამ მერე მშვიდობიანი აქციები სწრაფად გადაიზარდა შეტაკებებში, არეულობასა და ძარცვაში.

მსხვილ ქალაქებში კომანდანტის საათი გამოცხადდა, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა. ვაშინგტონში მომიტინგეებმა თეთრ სახლს ალყა შემოარტყეს და შიგნით შეჭრა სცადეს. ნიუ-იორკში ბრბომ ქვებით დაამსხვრია და დაწვა პოლიციის ოცი ავტომობილი. პორტლენდში ცეცხლი წაუკიდეს სასამართლოს შენობას.

საფრთხე სამოქალაქო საზოგადოებისთვის 

არეულობა აშშ-ში - Sputnik საქართველო
„როგორც ჩანს, რუსები იყვნენ“ – მაგიური ვერსიის მედიური პროპაგანდისტი

თავდაპირველად აშშ-ში ბევრი უჭერდა მხარს დემონსტრანტებს. ადგილობრივი ხელისუფლებები ცდილობდნენ, რეაგირება არ მოეხდინათ პროვოკატორების გამოხდომებზე და მოუწოდებდნენ პოლიციელებს, არ გამოეყენებინათ ძალა. მაგრამ როდესაც სამართალდამცველებისკენ ფეთქებადი ნივთიერებებით სავსე ბოთლების სროლა დაიწყეს, მოთმენა უკვე აღარ შეიძლებოდა.

მინესოტის გუბერნატორმა შტატში ეროვნული გვარდია შეიყვანა, სამხედროების დახმარებას მიმართეს ლოს-ანჯელესშიც. საქმეში ჩაერთო ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები.

„რაც მინეაპოლისში ხდება, უკვე აღარ უკავშირდება ფლოიდის სიკვდილს. ძარცვა-გლეჯა და ნგრევა სამოქალაქო საზოგადოებას საფრთხეს უქმნის, შიშს ბადებს ჩვენს ქალაქში, ხელს უშლის ცხოვრებაში“, — განაცხადა გუბერნატორმა ტიმ ვალცმა.

დონალდ ტრამპის რეაქცია კიდევ უფრო სასტიკი იყო. პრეზიდენტმა თქვა, რომ ფლოიდის სიკვდილი — ეს „არის ტრაგედია, რომელმაც ამერიკელებში მრისხანება და მწუხარება გამოიწვია“. მაგრამ გააკრიტიკა შტატების ხელისუფლებები, რომლებმაც დროულად ვერ შეძლეს ბრბოსთვის აღვირის ამოდება. დემონსტრანტებს მან ბანდიტები უწოდა და ძალის გამოყენება მოიწონა. ხოლო მემარცხენე რადიკალურ დაჯგუფებებს თავს დაესხა წაქეზებაში ბრალდებებით და მათი აკრძალვით დაიმუქრა.

კვირას უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის მეთაური თეთრი სახლის მიწისქვეშა ბუნკერშიც კი გადაიყვანა, საიდანაც ის საფრთხის ჩავლის შემდეგ გამოვიდა. 

დამნაშავეების ძებნაში 

მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
„ეს ინფორმაციული მანიპულაციებია“: ზახაროვა კომენტარს აკეთებს

ძალიან მალე არეულობაში „რუსული კვალი“ აღმოაჩინეს. „გასულ წინასაარჩევნო კამპანიაში რუსები შავი აქტივისტები  გამოდგნენ. არ გამოვრიცხავ, რომ ისინი ძარცვა–გლეჯაშიც არიან ჩართულები“, — განაცხადა CNN-ის ეთერში ახალი ორლეანის მერმა მარკ მორიალმა. მას არაფერი უთქვამს იმ მრავალწლიან გამოძიებაზე, რომელმაც ვერ გამოავლინა მოსკოვის მონაწილეობა 2016 წლის არჩევნებში.

ორიდე დღის შემდეგ ესტაფეტა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სუზან რაისმა აიტაცა. იგივე CNN-ზე მან ივარაუდა, რომ დემონსტრანტები „რუსული მეთოდიკით“ მოქმედებდნენ.

გადაერთვნენ რა „რუსული კვალის“ ძიებაზე, ამერიკულმა მედიასაშუალებებმა კიდევ ერთი ბრალდება გაიხსენეს მოსკოვის მიმართ. ორიოდე წლის წინ ვაშინგტონში ირწმუნებოდნენ, რომ რუსი ჰაკერები მოძრაობა Black Lives Matter-ს უჭერდნენ მხარს. მისი აქტივისტები ასევე გამოდიოდნენ პოლიციური თვითნებობის წინააღმდეგ.

დისკუსიები „რუსული კვალის“ შესახებ მკაცრად გააკრიტიკა პრეზიდენტმა ტრამპმა. მისი აზრით, CNN ამას რეიტინგისთვის აკეთებს. 

მოსკოვში არ გაჩუმებულან. პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი „არასდროს ჩარეულა ამერიკის საქმეებში და არც ახლა აპირებს ამას“. 

ამერიკის პოლარიზაცია

ამერიკული საზოგადოება უკიდურესად პოლარიზებულია. სწორედ ამით ხსნის პოლიტოლოგი დმიტრი სუსლოვი პროტესტების მასიურ სახეს. საქმე ფასულობათა განხეთქილებაშია, რაც ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ გაძლიერდა. 

არეულობა აშშ-ში - Sputnik საქართველო
„ფეიკების ამერიკული მანქანა ჭრიალით ამუშავდა“: რუსეთი ბრალდებას პასუხობს

ამასთან, კორონავირუსის პანდემიამ, ექსპერტის აზრით, ხაზი გაუსვა აფროამერიკელების მოწყვლადობას, ვინაიდან მათ ნაკლებად მიუწვდებათ ხელი სამედიცინო მომსახურებაზე.

„აფროამერიკელები ძვირადღირებული მკურნალობის უფლებას თავს ვერ აძლევენ, ვინაიდან მათი შემოსავლები თეთრკანიანებზე ნაკლებია“, — ამბობს სუსლოვი. 

სასარგებლო დადანაშაულება

„რუსული კვალის“ ძიებას პოლიტოლოგი უკავშირებს ხელისუფლების სურვილს, არ აღიაროს შიდა წინააღმდეგობები.

„ამერიკული ელიტა ფიქრობს, რომ საზოგადოება ჯანსაღია. ყველაფერს ტრამპი და რუსები აფუჭებენ. თუ ტრამპს მოვაშორებთ და „რუსულ კვალს“ აღმოვფხვრით, ქვეყანა ნორმას დაუბრუნდება. მაგრამ ქალაქებში მიმდინარე ბუნტი აჩვენებს, რომ ეს ნორმა დიდი ხანია აღარ არსებობს. არავინ აღიარებს სერიოზული რეფორმების აუცილებლობას“, — ამბობს სუსლოვი.

რაისის გამოსვლა, პოლიტოლოგის აზრით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უნდა განვიხილოთ.

„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯო ბაიდენის გუნდში აპირებს შესვლას, თუ ის მომდევნო პრეზიდენტი გახდება. და ბრალდებები მოსკოვის მიმართ — ეს დემოკრატების ზეწოლის გაგრძელებაა ტრამპზე, რომელიც თითქოს კრემლთან შეთანხმებულად მოქმედებს“, — აცხადებს ექსპერტი. 

სუსლოვი არ გამორიცხავს, რომ ბაიდენის გამარჯვებამ მორიგი „რუსული საქმის“ დაწყებას შეუწყოს ხელი.

„ამერიკელებმა მაშინვე დაადანაშაულეს რუსეთი არჩევნებზე გავლენის მოხდენის სურვილში. ახლა ეს ეჭვები გაძლიერდა. ბაიდენს საერთოდ შეუძლია მოსკოვი ამერიკული საზოგადოების განადგურების მცდელობაში დაადანაშაულოს და შეუძლია ეს ერთ-ერთი წინასაარჩევნო თეზისით გააკეთოს“, — მიაჩნია სუსლოვს.

ექსპერტის აზრით, გარეშე მტრის ძიება არაფერს კარგს არ უქადის არც რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს, არც საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემას. უფრო მეტიც, ჩვეული იდეოლოგიური სტერეოტიპებით სარგებლობის მცდელობა სახიფათა თავად ამერიკისთვის: პროტესტები ხომ ისევე რეალურია, როგორც ქარიშხლის გამომწვევი პრობლემები. ხოლო რუსულ კვალზე მინიშნებებით არაფერი შეიცვლება.

 

ყველა ახალი ამბავი
0