Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ერთ დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 273 შემთხვევა გამოვლინდა

© photo: Sputnik / photo: Sputnik / Murad Orujovსასწრაფო დახმარება ბაქოში
სასწრაფო დახმარება ბაქოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსით ინფიცირების სულ 5935 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 3564 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 71 - გარდაიცვალა.

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსული ინფექციის 273 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 56 ადამიანი გამოჯანმრთელდა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, კორონავირუსით გარდაიცვალა 1943, 1954 და 1956 წლებში დაბადებული სამი პაციენტი.

ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო
სომხეთის იუბილარი პრემიერ-მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა

დღეისათვის აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 5935 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 3564 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 71 - გარდაიცვალა. COVID-19-ით ინფიცირებული 2300 პაციენტი საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს.

მათგან 50 პაციენტის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც კრიტიკულს, 73 საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გამოსავლენად 309 901 ტესტირება ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0