შინაგან საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა პოლიციის თანამშრომლები დააჯილდოვეს

© photo: Ministry of Internal Affairs of Georgia / FBშინაგან საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა პოლიციის თანამშრომლები დააჯილდოვეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა პოლიციის თანამშრომლები დააჯილდოვეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამინისტროს 5 ათასამდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პოლიციის თანამშრომლები მედლებით დააჯილდოვეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ყველა პროვოკაციაზე პოლიციის მხრიდან იქნება მკაცრი და სწრაფი რეაგირება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციელებს მიულოცა და აღნიშნა, რომ ემსახურო შენს ქვეყანას და მოქალაქეს, დაიცვა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მშვიდი ყოველდღიური ცხოვრება, ამაზე უფრო დიდი ღირსება არ არსებობს.

„ჩემთვის დიდი პატივია და საამაყოა, მქონდეს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მივულოცო პოლიციის დღე თითოეულ თქვენგანს. ყველა ის პოლიციელი და შსს-ს ყველა თანამშრომელი, რომელმაც თავი გაწირა, როგორც კრიმინალთან ბრძოლაში, ასევე ქვეყნის ინტერესების, ერთიანობის, დაცვის კონტექსტში, ყველა უნდა გვახსოვდეს, ყველას პატივი უნდა მივაგოთ, ყველას ოჯახებზე უნდა ვიზრუნოთ, ყველას შვილებს უნდა მივხედოთ“, - განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ გომელაურმაც უწყების თანამშრომლებს მათი პროფესიული დღესასწაული მიულოცა და კორონავირუსის პანდემიის დროს მათი თავდადებული სამსახური აღნიშნა.

„ეს სამი თვე, საგანგებო რეჟიმზე ვიყავით გადასული, ვართ კიდევაც, ვაგრძელებთ. თვეები ოჯახში არ ყოფილხართ, ადგილებზე იყავით დარჩენილი, თითქმის ყველა რეგიონში. იყო შემთხვევები, ბატონო პრემიერო, როდესაც შვილი შეეძინათ, ერთ-ერთი გვყავს - სულხანი და დიდი ხნის განმავლობაში ნანახი არ ჰყავდა შვილი... ოჯახში უვნებლად დაბრუნებას გისურვებთ ყოველთვის. რაც ყოველთვის მძიმეა ჩვენი სამინისტროსთვის, ქვეყნისთვის, ერთი პოლიციელის დაკარგვაც უმძიმესია ჩვენთვის. ამიტომ ჯანმრთელი და მშვიდობიანი დაბრუნებულიყავით ყოველთვის თქვენს ოჯახებში. გილოცავთ კიდევ ერთხელ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
აღდგომა დისტანციით - Sputnik საქართველო
გახარია: მადლობა ყველას, ვისაც სამოქალაქო პასუხისმგებლობა გააჩნია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ I ხარისხის მედალი – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ ლაშა გოგნიაშვილს პირადად გადასცა. II ხარისხის მედალი – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ კი გადაეცათ სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლებს: საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი – ოთარ ჭელიძე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112” – ავთანდილ ჩიტაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – მანუჩარ მარგიანი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – ალექსანდრე ბირთველიშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი – რამაზ თარაშვილი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი – ბაკურ კურტანიძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტი – ტარიელ ალავიძე, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი – ალექსანდრე დადიანიძე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი – კარლო ურუშაძე.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/29 მაისი >>

პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამინისტროს 5 ათასამდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა.

პოლიციის დღე, რომელიც 2010 წელს დაარსდა, ბოლო წლებში 31 მაისს აღინიშნება.

ყველა ახალი ამბავი
0