ტურიზმი პირბადით: რა გამოწვევების წინაშეა სექტორი კორონავირუსის პანდემიის გამო 

© photo: Sputnikტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა მდგომარეობაა დღეს ტურიზმის სფეროში და როგორია სამომავლო პროგნოზი - Sputnik საქართველოსთან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარე და კომპანია „ სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების მიმართულების დირექტორი გიორგი მარი საუბრობს.

კორონავირუსის პანდემიამ ტურიზმის სექტორში ტოტალური კოლაფსი გამოიწვია, ეს ეხება როგორც შიდა, ასევე გარე, შემომყვან ტურიზმს და მასთან მეტ-ნაკლებად დაკავშირებულ ყველა სეგმენტს: საკვები პროდუქტების მომარაგებას, რესტორნებს, სასტუმროებს და ა შ.  დღეს ძირითადი პრობლემა არის ის, რომ  კომპანიებს, რომლებიც ტურიზმის მიმართულებით მუშაობენ და ამ სექტორში საკმაოდ დიდი ინვესტიციებიც აქვთ განხორციელებული, არა აქვთ ფაქტიურად შემოსავლის წყარო. ძალიან ბევრ რესტორანსა და სასტუმროს ბანკებიდან აქვს აღებული სესხი, რომელთა მომსახურებაც უჭირს. ისინი ვერ იხდიან გადასახადებსაც, აქედან გამომდინარე მთავარი საკითხი რაც დღეს ყველას აინტერესებს არის ის,  თუ როდის ამუშავდება სრული დატვირთვით სექტორი და რა შედეგებს მიიღებენ კომპანიები. უკვე ვიცით, რომ სასტუმროები ივნისის შუა რიცხვებიდან ნაწილობრივ გაიხსნება, ხოლო ივლისიდან კი უკვე სრულად ამუშავდება,

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
რომელი ქვეყნებიდან ვერ მიიღებს საქართველო ტურისტებს - ამირან გამყრელიძე

- რამდენად დაეხმარება მთავრობის მიერ ტურიზმის სექტორისთვის შემოღებული  შეღავათები კომპანიებს, თუნდაც ქონების გადასახადის გაუქმება, საშემოსავლოს გადავადება, სახელმწიფო გარანტიები და რამდენად საკმარისია ისინი?

- რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მისასალმებელია და რაც უფრო მეტი გაკეთდება სახელმწიფოს მხრიდან, უკეთესი იქნება, თუმცა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობას არა აქვს უძირო ჭა, საიდანაც  ფულს ამოიღებს  და დაანაწილებს.  ქონების გადასახადს კომპანიების უმეტესობა მთელი წლის განმავლობაში აგროვებდა ან ბანკისგან სესხულობდა და აპრილში  იხდიდა.. წელს ამ გადასახადის გაუქმებით შესაძლებელი გახდა უკვე ამ თანხების სხვა მიმართულებით დახარჯვა. საშემოსავლო გადასახადის წლის ბოლომდე გადავადებას რაც შეეხება, აქაც იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საერთოდ გაუქმდება. რაც საშუალებას მისცემს სასტუმროებს და რესტორნებს რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ ის მომსახურე პერსონალი, რომელიც გააჩნიათ და თუნდაც შემცირებული ხელფასები უხადონ. ჩვენი კომპანიის მაგალითზე  გეტყვით,  რომ ჩვენ შევძელით სასტუმროების თანამშრომლების ძალიან დიდი ნაწილი დაგვეტოვებინა 3-4 თვის ვადით და განახევრებული ხელფასით. ეს ასევე მნიშვნელოვანია შემდეგი ეტაპისთვის, როდესაც ტურიზმი ისევ ჩაერთვება ეკონომიკაში, რათა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ამ ობიექტების ამუშავება შესაძლებელი. ეს არის ხალხი, რომლთა გადამზადებაზეც საკმაოდ დიდი თანხებია დახარჯული და ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ ისინი რამენაირად შევინარჩუნოთ.

ღამის კლუბი - Sputnik საქართველო
როდის გაიხსნება საქართველოში ღამის კლუბები

- როგორ უნდა იმუშაოს სექტორმა  მოდით ასე ვთქვათ,  პირბადეების  პირობებში?

თავიან ეს ყველაფერი გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული და პირველ ეტაპზე ყველას მოგვიწევს ამ ახალ რეალობასთან შეგუება. სასტუმროებსა და რესტორნებს გაეზრდებათ ხარჯები დალაგების, დასუფთავების და დეზინფიცირების მიმართულებით. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სასტუმროების ძალიან დიდმა ნაწილმა, მათ შორის ჩვენს ჯგუფში შემავალმა სასტუმრო „წინანდალმა“, იქიდან გამომდინარე რომ მოახდინა საკარანტინე ზონების ორგანიზება, შეიძინა  საკმაოდ დიდი გამოცდილება, თუ როგორ უნდა მოხდეს სასტუმროებში სწორად ჰიგიენის დაცვა და დასუფთავების პროცედურები როგორ უნდა ჩატარდეს.

მოდის კვირეული Mercedes Benz Fashion Week Tbilisi - Sputnik საქართველო
დავეხმაროთ ხელოვნებას: საქართველო შეუერთდა კამპანიას Culture is not cancelled

- რამდენად პერსპექტიულია საქართველოს ტურისტებისთვის ე.წ. „მწვანე ზონად" გამოცხადების იდეა? 

- „მწვანე ზონაზე“ არა მხოლოდ საქაართველოში საუბრობენ, არამედ ევროპაშიც, ამიტომ, ის რომ ჩვენ რაღაც საშიანაო დავალება შეავასრულეთ ამ ეპიდემიასთან დაკავშირებით, ამის შესაძლებლობას ჩვენთანაც იძლევა, და მიმდინარეობს კიდეც უკვე ამ მიმართულებთ მოლაპარაკებები, მაგალითად ისრაელთან. გასაგებია, რომ პირველ ეტაპზე ტურისტების შეზღუდული რაოდენობა იქნება, მაგრამ მთავარია რომ დასაწყისი არის.  

ასევე ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ტურისტების - 75 % ჩამოდის მეზობელი ქვეყნებიდან, ეს არის თურქეთი აზერბაიჯანი სომხეთი და რუსეთი. ისინი ძირითადად ავტომანქანებით შემოდიან და თუ მოხერხდა ამ ქვეყნებთან სიტუაციის დარეგულირება, შესაძლებელია საქართველოში ტურისტების საკმაოდ დიდი ნაკადები შემოვიდეს. თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული რამდენად მოახერხებენ ეს ქვეყნები  ეპიდემიასთან გამკლავებას, ისიც გასაგებია რომ იქიდან ჩამოსული  ტურისტები შედარებით ნაკლებს ხარჯავენ საქართველოში, მაგრამ ისევ და ისევ ესეც რაღაც დასაწყისია და საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ ამას.

ტურისტები ორბელიანის მოედანზე - Sputnik საქართველო
საზღვრები არ გაიხსნება: რას ნიშნავს ტურისტული სეზონის გახსნა საქართველოში

ამავე დროს საქართველოს უსაფრთხო ზონად გამოცხადება გარკვეულ რისკებთანაც არის დაკავშირებული.  ბევრი მსურველი გამოჩნდება გამოიქცეს იმ ქვეყნებიდან სადაც უფრო ცუდი ეპიდსიტუაციაა. აქედან გამომდინარე საჭიროა საზღვრებზე მოხდეს ტურისტების  ტესტირება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადების გავრცელების რისკი ისევ არსებობს.

- როგორია სამომავლო პროგნოზი სექტორის განვითარების კორონავირუსის პირობებში და  კიდევ რას სახის შეღავათები იქნებოდა სასურველი ამ ბიზნესებისთვის მტავრობის მხრიდან? (ტურისტული კომპანიები, რესტორნები, სასტუმროები) 

უახლოესი მომავალი- 2020 წელი საკმაოდ მძიმე იქნეაბა, არის ვარაუდი რომ დაახლოებით 65 %-ით შემცირება შემოსავლები ტურიზმიდან და მომავალი წელიც შემცირებული იქნება, თუმცა ვვარაუდობთ რომ 2022 წლის შუაში დავუბრუნდებით იგივე ნიშბულს რაც 2018-ში იყო საქართველოში და შემდეგ უკვე გაგრძელდება ზრდა. ისიც უნდა ითქცვას რომ, არის საკმაოდ დიდი დაინტერესება მეზობელი ქვეყნებიდან,რომ საზღვრების გახსნისთანავე ჩამოვიდნენ.

კუნძული კრეტა - Sputnik საქართველო
კარანტინის შემდეგ უამრავმა ტურისტმა კუნძულებზე იზოლაცია მოისურვა

- რა ზარალი შეიძლება მიადგეს სახელმწიფოს ჩავარდნილი ტურიზმისგან?

ტურიზმიდან საქართველოში 2019 წელს შემოვიდა 3, 2 მილიარდი დოლარი და თუ იმას გავითვალისწინებთ რომ ქყვეყანას შემოსავალი აქედაბ დაააკლდება 60-65 %, მაშინ საკმაოდ დიდი თანხებზეა საუბარი, თუმცა უნდა გავითვალსიწინოთ ისიც რომ ამ 3, 2 მილიარდიდან ნახევარი მოდის იმპორტირებულ საქონელზე, ანუ ტურისტი ჩამოდის საქართველოში და ფულს იხდის იმაში რაც უცხოეთიდან შემოდის, იქნება ეს პროდუქტი თუ სხვა საქომელი ამიტომ მთლიანად ეს 3, 2 მილიარდი არ უნდა ვიანგარიშოთ. ამავე დროს, თუ იმას გავითალისწინებთ რა დახმარების შემოდინებაც იგეგმება უცხოეტიდან ზოგადად საგადამხდელო ბალანსზე ეს გავლენას არ მოახდენს.

 

ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0