ქართული წაბლი რუსულ ბაზარზე გავა

CC0 / Pixabay / წაბლი
წაბლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქამდე წაბლი ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდებოდა და მცირე რაოდენობით გადიოდა მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში.

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. ქართველი ექსპორტიორი ზაფხულის ბოლოდან ქობულეთში მოყვანილი წაბლის რუსეთში გატანას გეგმავს, განაცხადა კომპანია Nene Fructs-ის ხელმძღვანელმა ლევან ბენაშვილმა.

ექსპორტიორის თქმით, ის რუსეთში 500 ტონამდე წაბლის გატანას გეგმავს. ერთი კილოგრამის საექსპორტო საორიენტაციო ფასი 2 აშშ დოლარი იქნება.

ცარიელი დახლები - Sputnik საქართველო
საგარეო ვაჭრობა კორონავირუსის ეპოქაში: საქართველოს ექსპორტი და იმპორტი შემცირდა

„ექსპერიმენტის სახით გასულ წელს რუსეთში 200 ტონა წაბლი გავიტანეთ და არ ველოდით, თუ ასეთ დაინტერესებას გამოიწვევდა. მაგრამ შარშან აბსოლუტურად მოუმზადებელი ვიყავით, წელს კი წაბლის გადამამუშავებელი სპეციალური დანადგარი შევიძინეთ“, – განუცხადა ბენაშვილმა „Sputnik–საქართველოს“.

მისი თქმით, წაბლის მოსავლის აღებისა და გადამუშავების შტაბი ქობულეთში 28 აგვისტოს გაიხსნება.

აქამდე წაბლი ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდებოდა და მცირე რაოდენობით გადიოდა მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში.

2019 წლის მონაცემებით, სეზონზე კილოგრამი წაბლის ფასი საშუალოდ 2,5 ლარია, მიმღებ პუნქტებში გლეხები კილოგრამს 1,5 ლარად აბარებენ.

ყველა ახალი ამბავი
0