საგარეო ვაჭრობა კორონავირუსის ეპოქაში: საქართველოს ექსპორტი და იმპორტი შემცირდა

© photo: Sputnikცარიელი დახლები
ცარიელი დახლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 35,4%-ით შემცირდა: ექსპორტი 27,9%-ით, იმპორტი კი 38,5%-ით.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. 2020 წლის იანვარ–აპრილში საქართველოდან ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქცია გავიდა – 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,9%-ით ნაკლები, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

2020 წლის დასაწყისიდან იმპორტმა დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 18%-ით ნაკლებია გასული წლის იანვარ–აპრილთან შედარებით. 

დაცარიელებული ბაზარი - Sputnik საქართველო
კორონავირუსი ეკონომიკას აზარალებს: რამდენით შემცირდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა

მთლიანობაში 2020 წლის პირველ ოთხ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასულ წელთან შედარებით 11,8%-ით დაეცა და დაახლოებით 3,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ამასთან, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 35,4%-ით შემცირდა: ექსპორტი 27,9%-ით, იმპორტი კი 38,5%-ით.

კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა. იზარალეს სასტუმროებმა, რესტორნებმა, სავაჭრო ცენტრებმა, დასვენებისა და გართობის სფეროებმა, ტრანსპორტმა. საფრთხის წინაშეა საფინანსო სექტორი, სამშენებლო, უძრავი ქონებისა და განათლების სფეროები.

ქართული საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ექსპორტის შემცირებამ ეკონომიკას შეიძლება 200 მილიონიდან ერთ მილიარდ დოლარამდე ზარალი მიაყენოს, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

ყველა ახალი ამბავი
0