პრემიერი: სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტში გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

თბილისი, 29 მაისი - Sputnik. სიღარიბე საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერი გახარია პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
კოლოსალური ზარალი და მოსახლეობის დახმარება: პრემიერი ბიუჯეტის ახალი პროექტის შესახებ

„რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის შეხსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ,

თუმცა პრემიერ-მინისტრმა აქვე ისიც აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10.5 პროცენტული პუნქტით.

„2012 წელს საქართველოში სიღარიბე იყო დაფიქსირებული 30%-ზე მეტი, დღეს საქართველოში სიღარიბე არის დაფიქსირებული 19,5%. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში უკიდურესი სიღარიბე შემცირდა ორჯერ, გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ 17 წლამდე ასაკის ბავშვების სიღარიბე შემცირებულია 34,7%-დან 25.5%-მდე", – განაცხადა გიორგი გახარიამ  

პრემიერმა პენსიების ბოლო ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით წელს გაიზარდა პენსია 20 ლარით.

პენსიონერი - Sputnik საქართველო
პენსიები საქართველოში ყოველწლიურად გაიზრდება: მთავრობის ინიციატივა პარლამენტშია

„მიუხედავად მძიმე ეკონომიკური კრიზისისა, 1 ივლისიდან პენსიის ზრდა გაგრძელდება. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ჩვენ მივმართეთ ინიციატივით პარლამენტს, რომ პენსიის მუდმივი ინდექსირება მოხდეს ინფლაციასთან მიმართებით და 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის ამას კიდევ უნდა დაემატოს ეკონომიკური ზრდის პროცენტის 80 პროცენტი“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ ეს საკმარისი არ არის.

დეპუტატები პენსიის ინდექსაციის პროექტის განხილვას შეუდგნენ>>

„ჩემთვის უკიდურესად მძიმეა ამ თემებზე საუბარი მარტივი მიზეზის გამო – ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის საკმარისზე ბევრად ნაკლები, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ კრიზისში ვართ. მესმის, რომ ყველა ამ ციფრის უკან დგას ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება, მძიმე ცხოვრება. ხშირ შემთხვევაში ეს ცხოვრება უმძიმესი ტრაგიზმით არის გამსჭვალული. მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები იმისთვის, რომ დინამიკა სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით ქვეყანაში თითოეული მოქალაქისთვის იმედისმომცემი მაინც ყოფილიყო“, – განაცხადა გახარიამ პარლამენტში.

ყველა ახალი ამბავი
0