პენსიები საქართველოში ყოველწლიურად გაიზრდება: მთავრობის ინიციატივა პარლამენტშია

© photo: Sputnikპენსიონერი
პენსიონერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეისათვის საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს 60 წლიდან, ხოლო მამაკაცებს 65 წლიდან ენიშნებათ. საქართველოში პენსიას დაახლოებით 770,3 ათასი ადამიანი იღებს.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. მთავრობის ინიციატივა ქვეყანაში პენსიების ყოველწლიურად გაზრდის შესახებ პარლამენტის ბიურომ ოთხშაბათს გამართულ სხდომაზე დაარეგისტრირა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

პენსიების ყოველწლიურად გაზრდის ინიციატივა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია, რომელიც ასევე ითვალისწინებს მოქალაქეების გარკვეული ნაწილის გადასახადებისგან გათავისუფლებას, უმუშევრად დარჩენილი პირებისთვის დახმარების გაცემას და შეჭირვებული მოსახლეობის დახმარებას. 

ასაკოვანი ადამიანები - Sputnik საქართველო
მომავალი წლიდან საქართველოს მთავრობა პენსიების გაზრდას გეგმავს

„მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ პენსიების ზრდის დაპირებასთან ერთად მოხდება პენსიის ინდექსაცია, რის შემდეგაც პენსიონერები, ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ყოველწლიურად მიიღებენ გაზრდილ პენსიას დამოუკიდებლად იმისა, რამდენად გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

როგორ გაიზრდება პენსია

დღეისათვის საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს 60 წლიდან, ხოლო მამაკაცებს 65 წლიდან ენიშნებათ. საქართველოში პენსიას დაახლოებით 770,3 ათასი ადამიანი იღებს. 

ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
საქართველოში პენსიები ყოველწლიურად გაიზრდება: ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა

პენსია 220 ლარს შეადგენს. თუმცა უკვე 1 ივლისიდან დაახლოებით 406,2 ათასი 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერი პენსიასთან ერთად 30-ლარიან დანამატს მიიღებს.

მთავრობის ინიციატივით, მსგავსი განაწილება - 70 წლამდე და 70 წელს ზემოთ - პენსიების ინდექსაციის დროსაც შენარჩუნდება.

ეს წესი შემდეგია: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით მოხდება, ხოლო 70 წლის ზემოთ - ინფლაციისა და პლუს ეკონომიკური ზრდის 80%-ის გათვალისწინებით.

ციფრებში ეს მინიმუმ 20 ლარია 70 წლამდე პენსიონერებისთვის, ხოლო 70 წელზე ზემოთ – 25 ლარი. თუ კრიტერიუმები მაღალი იქნება, ზრდაც შესაბამისი დაფიქსირდება, თუ ზრდა არ იქნება, პენსია ყოველწლიურად გარანტირებულად 20-25 ლარით გაიზრდება.

პენსიების ინდექსაცია საქართველოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს. ფონდის ანალიტიკოსების აზრით, საბაზო სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის წესების შემოღება პენსიონერების რეალური შემოსავლის გაზრდას და სიბერით გამოწვეული სიღარიბის შემცირებას შეუწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0