საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 25 ივნისს განახლდება

© photo: Sputnik / Stringerდინამო არენა
დინამო არენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა ფეხბურთელს კორონავირუსზე ორი ტესტი ჩაუტარდებათ – პირველი ჩემპიონატის განახლებამდე 10 დღით ადრე და მეორე მატჩის დაწყებამდე.

 

თბილისი, 29 მაისი – Sputnik.  საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში  25 ივნისს განახლდება, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) განცხადებაში.

განცხადებაში ამასთან აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ ეროვნული (უმაღლესი) ლიგის ჩემპიონატზე. თუ როდის აიღებს სტარტს ჩემპიონატები დანარჩენ დივიზიონებში, ასაკობრივ ჯგუფებსა და საქართველოს თასზე – ჯერჯერობიც უცნობია. ასევე აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული იძულებითი პაუზის გამო, ეროვნული ლიგის ფორმატი შეიცვლება. 

საფეხბურთო მატჩი - Sputnik საქართველო
როდის განახლდება საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში: პრემიერმა პირობები დაასახელა

 „ეროვნული ლიგა შეცვლილი ფორმატით განახლდება – ოთხი წრის ნაცვლად, გუნდები ორ წრეში ითამაშებენ. შესაბამისად, გარდა მარტში გამართული ორი ტურისა, სეზონის განახლების შემდეგ ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბები 16 ტურს ითამაშებენ. მატჩები საწყის ეტაპზე მაყურებლის გარეშე გაიმართება“, – ნათქვამია სფფ–ის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ყველა ფეხბურთელს კორონავირუსზე ორი ტესტი ჩაუტარდებათ – პირველი ჩემპიონატის განახლებამდე 10 დღით ადრე და მეორე მატჩის დაწყებამდე.

 „საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული ლიგის, მეორე, მესამე და მეოთხე ლიგების გუნდები საწევრო გადასახადისგან გათავისუფლებული იქნებიან. კლუბებს აღნიშნული თანხის გამოყენება იმ რეკომენდაციების შესასრულებლად შეეძლებათ, რომელიც შექმნილ სიტუაციაში აუცილებელია. ამასთან, კორონავირუსზე ტესტების ჩატარების ხარჯებს ფედერაცია საკუთარ თავზე იღებს“, – განაცხადა სსფ–ის პრეს–ცენტრში ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.

COVID-19-ის პანდემიის გამო მარტის დასაწყიში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყანაში ყველა დონეზე საფეხბურთო ჩემპიონატის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ორ ჩატარებული მატჩის შემდეგ ლიდერობს თბილისის „ლოკომოტივი“, რომელსაც ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამოა“.

ყველა ახალი ამბავი
0