რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა

© Sputnik / STRINGER"ახალი ტფილისი"
ახალი ტფილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორშაბათიდა მუშაობას განაახლებენ ღია ტიპის კაფე–რესტორნები, რომლებიც ვალდებული იქნებიან შეასრულონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები

თბილისი, 29 მაისი — Sputnik.  საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის, რომლებმაც მუშაობა სულ მალე უნდა განაახლონ, რეკომენდაციები გამოაქვეყნა

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
საქართველოში რესტორნები 8 ივნისიდან გაიხსნება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბიზნეს–სექტორთან და მეწარმეებს იმ აუცილებელ რეკომენდაციებს აცნობს, რომლებიც  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.

კერძოდ, საზკვების ობიექტებში უნდა მოხდეს პერსონალისა და მომხმარებლის თერმო და ვიდეოსკრინინგი,  შესასვლელში განთავსებული უნდა იყოს დეზობაროერი.

ყველა დახურული სივრცე, ასევე სათავსოები უნდა განიავდეს არანაკლებ სამი საათის ინტერვალით.

საზკვების ობიექტის პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით – სპეცტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავსაბურავი, ხელთათმანი, პირბადე, ფარი ან სათვალე. ობიექტის ხელმძღვანელობამ ასევე უნდა გააკონტროლოს მათი სწორად გამოყენება. 

დახურული კაფე–რესტორნები –საქართველოში კორონავირუსს ებრძვიან - Sputnik საქართველო
რიგში კაფე-რესტორნებია: როგორ იმუშავებენ საზკვების ობიექტები საქართველოში?

გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის უნდა დაიდგას დახურული კონტეინერები. ხშირად უნდა გაირეცხოს და დეზინფექცია ჩაუტარდეს პროდუქტების დასამუშავებლად განკუთვნილ ზედაპირებს.  

სტუმრებს უნდა წარედგინოთ ერთჯერადი ან ელექტრონული მენიუ, სასურველია ბარათით ანგარიშსწორება.

რეკომენდაციების თანახმად, საზკვების ობიექტებში უდა გაკონტროლდეს მომხმარებელთა რაოდენობა და სოციალური დისტანციის დაცვა.

კლიენტთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სალაროსთან დამონტაჟებული უნდა იყოს გამჭვირვალე ბარიერი. საზკვების ობიექტები ასევე ვალდებული არიან კლიენტები ისე მიიღონ, რომ არ მოხდეს ადამიანების თავშეყრა. კერძოდ, სტუმრებმა წინასწარ უნდა დაჯავშნონ ადგილები ან მაგიდის გათავისუფლებას სპეციალურად გამოყოფილ ადგილას  დაელოდნონ. 

კონდიციონერები ფასადზე - Sputnik საქართველო
სად აიკრძალება საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება - იმნაძის რეკომენდაცია

დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ ორმეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ ექვსი  მომხმარებლის განთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდების ერთ მაგიდასთან განთავსება. მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ ერთმეტრიანი დისტანცია.  

რაც შეეხება მოთხოვნებს ღია სივრცის (ტერასა/ვერანდა/ღია რესტორანი) მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის, ამ შემთხვევაშიც მაგიდებისა და სტუმრების განლაგების მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე კვების ობიექტების მსგავსია.

საქართველოში 1 ივნისიდან ღია ტიპის საზკვების ობიექტები გაიხსნება, 8 ივნისიდან კი ფუნქციონირებას განაახლებენ დახურული ტიპის ობიექტებიც.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო საზკვების ობიექტების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს განახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0