რიგში კაფე-რესტორნებია: როგორ იმუშავებენ საზკვების ობიექტები საქართველოში?

© photo: Sputnikდახურული კაფე–რესტორნები –საქართველოში კორონავირუსს ებრძვიან
დახურული კაფე–რესტორნები –საქართველოში კორონავირუსს ებრძვიან - Sputnik საქართველო
გამოწერა
სილამაზის სალონების მსგავსად, მომხმარებელს სულ მალე კარს რესტორნები და კაფეები გაუღებენ – მათთვის შესაბამისი რეკომენდაციები უკვე შემუშავებულია.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ კვების ობიექტების მფლობელებისთვის შრომის ეროვნული ინსპექციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული მოთხოვნების სია გამოაქვეყნა, რომლის დაცვაც ევალებათ მათ კორონავირუსის პერიოდში მუშაობის დროს.

მოთხოვნები დაწესებულებების მეპატრონეებისა და თანამშრომლებისთვის:

– მაგიდების წინასწარი დაჯავშნის უზრუნველყოფა;

– დაწესებულების თანამშრომელთა და მომხმარებელთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი; 

მომსახურების სააგენტო - Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სერვისების ეტაპობრივი განახლება დაიწყო

– შენობაში მაგიდებს შორის არანაკლებ ორმეტრიანი მანძილის დაცვა;

– მომხმარებლებს შორის არანაკლებ ერთმეტრიანი დისტანციის უზრუნვეყოფა;

– ერთ მაგიდასთან უნდა მოთავსდეს არაუმეტეს 6 ადამიანი. გამონაკლისია ოჯახის წევრები და 12 წლამდე მოზარდები;

– ბართან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია კლიენტების სასმელით ინდივიდუალური მომსახურება;

– იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მაგიდებს შორის ორმეტრიანი დისტანციის დაცვა, მაშინ აუცილებელია დროებითი დამცავი ბარიერების გამოყენება;

– აუცილებელია მომხმარებელთა ინდივიდუალური გამასპინძლების წესის გამოყენება;

– ერთჯერადი ბეჭდური მენიუს გამოყენება. ელექტრონული მენიუს გამოყენების შემთხვევაში კი აუცილებელია მენიუს დაფასთან სადეზინფექციო საშუალებების განთავსება;

– თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული უნდა იყოს განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების შემოღების უფლება ექნება

შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის მთავრობის გეგმის თანახმად, ღია ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა საქმიანობა მეოთხე ეტაპზე, სავაჭრო ცენტრების გახსნასთან ერთად უნდა განაახლონ.

მეოთხე ეტაპი ასევე ითვალისწინებდა სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების გახსნას. თუმცა, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის შეფასების შედეგად, აღნიშნული ობიექტები 18 მაისიდან უკვე გაიხსნა.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე StopCov გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსი 707 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 456, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე, გარდაიცვალა 12. კარანტინში იმყოფება 3914 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 340 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0