გინება ტკივილს აყუჩებს – დამტკიცდა სამეცნიერო კვლევებით

CC0 / Pixabay / ყვირილი
ყვირილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერების რეკომენდაციით, თუ გვინდა, რომ გინებამ ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი არ დაკარგოს, ის შეძლებისდაგვარად იშვიათად უნდა გამოვიყენოთ.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. გინება შვებას ჰგვრის ადამიანს ტრავმის მომენტში და ის ფიზიკური ტკივილის შემცირების ერთგვარი საშუალებაა, ირწმუნებიან კილის უნივერსიტეტის მეცნიერები (დიდი ბრიტანეთი), რომელთა კვლევის შედეგებიც გამოქვეყნებულია ჟურნალში Frontiers

ბავშვი თვალებზე ჩამოფხატული ქუდით - Sputnik საქართველო
როგორი უფროსები ესიმპათიურებათ ერთ წლამდე ბავშვებს: მეცნიერებმა საიდუმლო ამოხსნეს

გავრცელებული ინფორმაციით, კვლევის ჩატარების იდეა ფსიქოლოგიის დოქტორ რიჩარდ სტეფენსს მაშინ გაუჩნდა, როდესაც ბაღში მუშაობისას თითში ჩაქუჩი ჩაირტყა. სწორედ მაშინ ივარაუდა მეცნიერმა, რომ გინება რაღაცნაირად მოქმედებს ტკივილის ზღურბლზე.

ექსპერიმენტის დროს 92 მოხალისეს მკვლევარებმა დაავალეს, ხელები ჩაელაგებინათ ყინულოვან წყალში და გაეჩერებინათ იქ შეძლებისდაგვარად დიდხანს. ამასთან საცდელ პირებს ყოველ სამ წამში ერთხელ უნდა გაემეორებინათ გინების ოთხიდან ერთ-ერთი სახეობა. აქედან პირველი ნამდვილად ბინძური ლანძღვა იყო, ხოლო სამი დანარჩენიდან ერთი – უბრალოდ ემოციური გამონათქვამი, მეორეს იუმორისტული შეფერილობა ჰქონდა, ხოლო მესამე ნეიტრალურ ხასიათს ატარებდა.  

ექსპერიმენტატორებს სურდათ დაედგინათ, ახდენდა თუ არა გავლენას „ყინულოვან წამებაზე“ იუმორი ან ლანძღვა.

მაღვიძარა - Sputnik საქართველო
თუ რთული ვითარებიდან გამოსავლის პოვნა გსურთ, დაიძინეთ: საინტერესო კვლევა

შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ბინძური გინების შემთხვევაში ექსპერიმენტის მონაწილეები გაყინულ წყალში ხელებს თითქმის 50%-ით ხანგრძლივად აჩერებდნენ, ტკივილის ზღურბლი 32%-ით უმაღლდებოდათ, ხოლო ტკივილის თმენის უნარი — 33%-ით. იუმორისტული თუ ემოციური შეფერილობის ლანძღვა კი ახლოსაც ვერ მიდიოდა ამგვარ ეფექტთან. 

მართალია, მეცნიერებმა „მაგარი სიტყვების“ ანესთეზიური ეფექტი დაადგინეს, მაგრამ იმის ბოლომდე ახსნა, თუ რა  კავშირი არსებობს გინებასა და ტკივილს შორის, ჯერჯერობით ვერ მოახერხეს.

არსებობს ვარაუდი, რომ უცენზურო ლექსიკის გამოყენებისას გულის კუნთები მკვეთრად იკუმშება, რაც ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა ძლიერ აგრესიაზე და რაც ადამიანს ეხმარება, გაუმკლავდეს რთულ ვითარებას. დოქტორ სტეფენსის აზრით, ამით აიხსნება კიდეც თავად გინების ჩვევა, რასაც საფუძველი უძველეს ხანაში ჩაეყარა.

„გინება — ეს ემოციური ენაა, მაგრამ მისი ხშირად გამოყენების შემთხვევაში იკარგება გინების ემოციური შემადგენელი“, — ამბობს სტეფენსი.

ამიტომ, მეცნიერების რეკომენდაციით, თუ გვინდა, გინებამ ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი არ დაკარგოს, ის შეძლებისდაგვარად იშვიათად უნდა გამოვიყენოთ.

ყველა ახალი ამბავი
0