როგორი უფროსები ესიმპათიურებათ ერთ წლამდე ბავშვებს: მეცნიერებმა საიდუმლო ამოხსნეს

© Pixabay / esudroffბავშვი თვალებზე ჩამოფხატული ქუდით
ბავშვი თვალებზე ჩამოფხატული ქუდით - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმის დასადგენად, როგორი ადამიანები იწვევენ პატარების კეთილგანწყობას, შვედმა მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც ექვსი თვის ბავშვები მონაწილეობდნენ.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ექვსი თვის ბავშვებთან ურთიერთობისთვის, ინსტიქტურად თუ შემთხვევით, სწორ გზას ირჩევენ და ამით პატარებში დადებით ემოციებს იწვევენ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც, მცდელობის მიუხედავად, მხოლოდ უარყოფით განცდებს უჩენენ ბავშვებს. 

მტირალი ბიჭუნა - Sputnik საქართველო
რატომ არიან მტირალა ბავშვები უფრო ჯანმრთელები: ექიმი კომაროვსკი განმარტავს

ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) სწავლულებმა ამოხსნეს იმ ქარიზმის საიდუმლო, რომელიც ასე მოსწონთ ჩვილებს. მათი კვლევა გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში Plos One.

აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ძალიან მარტივია: საჭიროა უბრალოდ მიბაძოთ პატარის მიმიკებსა და მოქმედებებს. სწორედ ასეთი თამაში იწვევს, თურმე, ექვსი თვის ბავშვებში დადებით ემოციებს.

შვედი მეცნიერების თქმით, უფროსებს, რომლებიც პატარებს ბაძავენ, ისინი მეტად კეთილგანწყობილად აღიქვამენ და უღიმიან მათ პასუხად, ერთგვარად ჰყვებიან კიდეც თამაშში.

როგორ ამოვიცნოთ ათასწლეულის ბავშვები: თქვენი შვილი ინდიგოა, თუ...>>

იმის დასადგენად, თუ როგორი ქცევა მოსწონთ ყველაზე მეტად პატარებს, სწავლულებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. ერთ-ერთი მკვლევარი, გაბრიელა–ალინა საუჩუკი ბავშვებთან ოთხი განსხვავებული მეთოდით ურთიერთობდა:

  • ბაძავდა ყველაფერში, რასაც ბავშვი აკეთებდა;
  • ბაძავდა მხოლოდ ჟესტებით, მაგრამ არა მიმიკით;       
  • იმპროვიზებულად რეაგირებდა მათ ქცევებზე;
  • ექცეოდა მათ მშობელივით, ანუ ცდილობდა დაედგინა, რა სურდა პატარას.

შედეგად – მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვები უფრო ხანგრძლივად იღიმებიან მაშინ, როდესაც უფროსი ზუსტად იმეორებს მათ მიმიკებსა და ჟესტებს. 

ირკვევა, რომ ექსპერიმენტის დროს არაერთი სახალისო შემთხვევაც მოხდა. მაგალითად, ერთ-ერთი ტესტისას პატარამ ხელი დარტყა მაგიდას, გაბრიელა–ალინა საუჩუკმაც ზედმიწევნით ზუსტად გაიმეორა მისი ჟესტი. ამის შემდეგ ბავშვმა კიდევ ერთხელ დაარტყმა მაგიდას ხელი, რის შემდეგაც ყურადღებით დაიწყო დაკვირვება, როგორ მოიქცეოდა ამჯერად უფროსი.

„პატარა ბავშვების ქცევების იმიტაცია ეფექტური მეთოდია მათ დასაინტერესებლად და კონტაქტის დასამყარებლად. დედები ფრიად გაკვირვებულები იყვნენ, როცა ხედავდნენ, როგორ ხალისიანად მონაწილეობდნენ მათი შვილები იმიტაციურ თამაშებში. ეს ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი იყო“, — აღნიშნა საუჩუკმა.

კვლევაში ხაზგასმულია, რომ ყველა ექსპერიმენტი ტარდებოდა ბავშვის საცხოვრებელ სახლში, მაგიდასთან, რა დროსაც ის დედას ეჯდა კალთაში, ექსპერიმენტატორი კი პატარისგან დაახლოებით 50 სმ დაშორებით იჯდა. ყველა სეანსი იწერებოდა სამი ვიდეოკამერით, რომელთა ობიექტივები ფოკუსირებული იყო ბავშვის სხეულზე, სახესა და ასევე მთელ სცენაზე. 

აღინიშნება, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობისთვის პატარებს სათამაშოები გადაეცათ.

ყველა ახალი ამბავი
0