თბილისი, 14 მაისი — Sputnik. პირშუშხა ეფექტურად ებრძვის ვირუსებს და ის შესაძლოა ასევე ეფექტური იყო კორონავირუსული ინფექციის პროფილაქტიკისთვის, გამომდინარე მისი ცრემლმდენი თვისებიდან, წერს პედიატრი ევგენი კომაროვსკი საკუთარ Instagram-ზე.
ექიმის განმარტებით, ცრემლებს ვირუსის საწინააღმდეგო თვისება აქვს მათში შემავალი ცილის - ლიზოციმის გამო.
„ცრემლების დიდი ნაწილი საცრემლე არხით ხვდება ცხვირში. სწორედ ამიტომ ვქსუტუნებთ ტირილის დროს. ცრემლები შეიცავს განსაკუთრებულ ცილას, რომელსაც ლიზოციმი ჰქვია. ეს უნიკალური ანტივირუსული ცილაა — საკმაოდ მძლავრი ფაქტორი არასპეციფიკური იმუნური დაცვისთვის. ამიტომაა, რომ მტირალა ბავშვები, რომლებიც რეგულარულად ირეცხავენ ცხვირს ლიზოციმით, ანუ ცრემლებით, უფრო იშვიათად ავადმყოფობენ, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც არ ტირიან“, — ამბობს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი.
გამომდინარე აქედან, როგორც კომაროვსკი განმარტავს, პირშუშხა (хрен) შეიძლება განვიხილოთ პოტენციურ პროფილაქტიკურ საშუალებად მისი ცრემლმდენი თვისების გამო.
არის თუ არა შოკოლადი კალციუმის მტერი: დოქტორი კომაროვსკი განმარტავს>>
აღსანიშნავია, რომ პედიატრი ცრემლდენის კუთხით პირშუშხას ჯანჯაფილზე წინ აყენებს და აცხადებს, რომ ამ უკანასკნელს მსგავსი ეფექტი არ აქვს.