ვენეციის კინოფესტივალი პანდემიის გამო არ გადაიდება

© AP Photo / Arthur Molaვენეციის კინოფესტივალზე
ვენეციის კინოფესტივალზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვენეციაში წელს ნაკლები ფილმი იქნება ნაჩვენები - პანდემიის გამო კინემატოგრაფისტებს ბევრი პროექტის შეჩერება მოუხდათ

თბილისი, 25 მაისი - Sputnik. ვენეციის კინოფესტივალი, როგორც მოსალოდნელი იყო, 2020 წლის 2-დან 12 სექტემბრამდე ჩატარდება. ამის შესახებ ვენეციის ოლქის ტრევიზოს პროვინციის გუბერნატორმა ლუკა ძაიამ განაცხადა, იუწყება პორტალი NME.

წიგნის ფესტივალი - Sputnik საქართველო
თბილისის წიგნის ფესტივალის ფოკუს-ქვეყანა თურქეთი გახდება

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ვენეციის რიგით 77-ე ფესტივალი წელს კინოინდუსტრიის პირველი მასშტაბური მოვლენა იქნება მსოფლიოში COVID-19-ის გამო გამოცხადებული კარანტინის შემდეგ. სხვათა შორის, ყველა ფესტივალი, რომელიც ამ ზაფხულს იყო დაგეგმილი, გადაიდო, გარდა სერბეთში მუსიკალური Exit-ისა. ის ივლისის ნაცვლად აგვისტოში ჩატარდება.

ვენეციის ჩვენება - მსოფლიოში უძველესია. იგი 1932 წლიდან იმართება. ბევრი ფიქრობდა, რომ კინოჩვენება, კანის ფესტივალის მსგავსად, მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის გამო, არ ჩატარდებოდა.

თუმცა, ადგილობრივი მასმედიის მონაცემებით, წელს ვენეციაში ნაკლები კინოფილმი იქნება ნაჩვენები, ვიდრე ჩვეულებრივად, ვინაიდან ეპიდემიის გამო კინემატოგრაფისტებს მოუხდათ არაერთი პროექტის შეჩერება. კინოჩვენების პროგრამა ივლისში გამოცხადდება.

ყველა ახალი ამბავი
0