თბილისის წიგნის ფესტივალის ფოკუს-ქვეყანა თურქეთი გახდება

© photo: Sputnik / Stringerწიგნის ფესტივალი
წიგნის ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის ძირითადი ნაწილი წიგნის ბაზრობაა, რომელზეც დამთვალიერებელს წიგნების ფართო ასორტიმენტი და აქსესუარები ელოდება მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო წიგნის ვირტუალური ფესტივალის (Tbilisi International Book Fair) ფოკუს-ქვეყანა თურქეთი გახდა. წელს ფესტივალი 30-31 მაისს ჩატარდება. 

წიგნის დღეები - Sputnik საქართველო
თბილისის წიგნის ფესტივალი ვირტუალურ სივრცეში გაიმართება

ორგანიზატორების განცხადებით, თურქი გამომცემლები და მწერლები ღონისძიების ფარგლებში მასშტაბურ პროგრამას ამზადებენ, რომელსაც თბილისში ისინი შემოდგომაზე წარმოადგენენ.

ამასთან, 31 მაისს ბრიტანულ საბჭოსთან თანამშრომლობით ვირტუალურ წიგნის ფესტივალზე იგეგმება საერთაშორისო საგამომცემლო პროგრამა International Publishing Fellowship-ის ონლაინ–სესია. მასში მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანელი, თურქი, უკრაინელი და ქართველი გამომცემლები.

ფესტივალის სტუმრებს ასევე გაახარებს ტრადიციული პროექტი „მსახიობები ლიტერატურისთვის“. მსახიობები წიგნებს წარმოადგენენ ონლაინ–ფორმატში.

ღონისძიებები, ტრადიციულად, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება. ადრე ფესტივალი Expo Georgia-ს საგამოფენო სივრცეში ტარდებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიება გადაიდო.

ამასთან ერთად, ფესტივალის ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ თბილისის წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალი შემოდგომაზე, 24-27 სექტემბერს გაიმართება, ღონისძიების ჩატარების ადგილიც უცვლელი იქნება – Expo Georgia. მათი სიტყვებით, ასოციაციამ პარტნიორებთან, სპონსორებთან და ფესტივალის მონაწილეებთან შეთანხმებას უკვე მიაღწია.

ფესტივალის მიზანი 1997 წლიდან უცვლელია – საქართველოში კითხვის პოპულარიზაცია და საგამომცემლო სექტორის განვითარება. ტრადიციისამებრ, ფესტივალის ყოველწლიური მონაწილეები არიან ქართული და უცხოური გამომცემლები, უნივერსიტეტები, სკოლები, წიგნის მაღაზიები, ბიბლიოთეკები, საელჩოები, არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

ფესტივალის ძირითადი ნაწილი წიგნის ბაზრობაა, რომელზეც დამთვალიერებელს წიგნების ფართო ასორტიმენტი და აქსესუარები ელოდება მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.

ყველა ახალი ამბავი
0