საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ივლისის შუა რიცხვებში ამუშავდება

© Sputnik / Alex Shlamovქალი ავტობუსში
ქალი ავტობუსში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული შეზღუდვები ნებისმიერ დროს შეიძლება მოიხსნას, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით.

თბილისი, 24 მაისი - Sputnik. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები 15 ივლისამდე იმოქმედებს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

შეზღუდვები შეეხება შემდეგ მიმართულებებს:

საპატრულო პოლიცია ამოწმებს მანქანებს - Sputnik საქართველო
რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი დარჩა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ

რეგულარულ ავიარეისებს ქვეყნის შიგნით მგზავრების გადაყვანაზე. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით;

სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანას, გარდა ოფიციალური სარკინიგზო გადაზიდვების, რომელთა ფარგლებში ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, ოპერაციულ შტაბთან  (შემდგომში – ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით;

მგზავრთა გადაზიდვებს საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;

საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მათ შორის მეტროსა და საბაგიროს.

რა შეზღუდვები რჩება ძალაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ >>

დადგენილება ძალაში 23 მაისს შევიდა და 15 ივლისამდე იმოქმედებს.

როგორც ადრე აღინიშნა, ეპიდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ნებისმიერ დროს შეიძლება მოიხსნას, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით.

ყველა ახალი ამბავი
0