15:27 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2208)
568 0 0

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტს ერთი თვით გამოცხადდა, შემდეგ 22 მაისამდე გაგრძელდა.

თბილისი, 22 მაისი - Sputnik. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 23 მაისიდან უქმდება – პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული შეზღუდვები თბილისის დროით 00:00 საათიდან მოიხსნება.

23 მაისიდან იხსნება შემდეგი სახის შეზღუდვები:

დღეს საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილებები მიიღო, რომელიც გულისხმობს და, რომლის შესაბამისადაც დარეგულირდება მთავრობის დადგენილებით ყველა ის შეზღუდვა, რომელიც იმოქმედებს საქართველოში 15 ივლისამდე.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, 23 მაისიდან 15 ივლისამდე საქართველოში შემდეგი შეზღუდვები იმოქმედებს:

  • დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიექტებშიც. ასევე სავალდებულო იქნება სოციალური დისტანციის დაცვა.
  • სამკაციანი შეზღუდვა ავტომობილებში იმოქმედებს მხოლოდ ტაქსით მომსახურების დროს. ასევე ტაქსის ყველა მძღოლი ვალდებული იქნება გამოიყენოს პირბადე.
  • შეზღუდვები შენარჩუნდება ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე
  • შეზღუდული რჩება სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი, საუბარია პროდუქციაზე, რომელიც აუცილებელია კორონავირუსთან ბრძოლაში
  • შეზღუდვები ძალაში რჩება კვების ობიექტებში – ბარებში, კაფეებსა და რესტორნებში მხოლოდ მიტანის სერვისი იმუშავებს
  • სასტუმროების ფუნქციონირება იქნება შეზღუდული, გარდა საკარანტინო ზონებისა
  • ასევე ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა არის კვლავაც შეზღუდული, გარდა ონლაინ ვაჭრობისა
  • შეზღუდული რჩება ე.წ. მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ
  • შეზღუდულია სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება
  • აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით
  • სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავაც დისტანციურად განხორციელდება

გარდა ამისა, ყველა ის ბიზნეს-სუბიექტი, რომელიც აგრძელებს საქმიანობას, ვალდებულია დაიცვას მოთხოვნები, რომელიც არის წარდგენილი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ხოლო თუ ისინი დაკავებული არიან სურსათის წარმოებით, სავალდებულოა სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება.

საქართველოში ცნობით: ტურისტებს ე.წ. COVID-პასპორტის მსგავს დოკუმენტს მოსთხოვენ>>

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტს ერთი თვით გამოცხადდა, შემდეგ 22 მაისამდე გაგრძელდა.

საქართველოში დაავადებულთა რაოდენობა ყველაზე ნაკლებია ევროპაში. ექსპერტების თვალსაზრისით, ეს მიღწეულია დროულად შემოღებული შეზღუდვებისა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამო. ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა და 22 მაისისთვის 723-ს შეადგენს. აქედან 495 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 12.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2208)

მთავარი თემები