ქართველმა მუსლიმებმა ურაზა-ბაირამი აღნიშნეს

© Sputnik / STRINGERმეჩეთი ბათუმში
მეჩეთი ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ურაზა ბაირამი, ანუ იდ ალ-ფიტრი (სხვანაირად: ქუჩუკ-ბაირამი, შექერ-ბაირამი) ისლამში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია.

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. რამადანი დასრულდა - ერთთვიანი მარხვის შემდეგ, ქართველმა მუსლიმებმა ბათუმში ურაზა-ბაირამი აღნიშნეს.

ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში საზეიმო ლოცვა საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ აღასრულა. მუსლიმებმა ლოცვა დისტანციის დაცვით და პირბადეებით შეასრულეს.

მეჩეთი თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველოს მუფთი: მოვუწოდეთ მორწმუნეებს, სახლებში ილოცონ

საქართველოში 23 მაისიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა აღარ მოქმედებს. საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ 23 აპრილს მოუწოდა მორწმუნეებს, მაქსიმალურად გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სახლებში ილოცონ. დღეს მუსლიმების ნაწილმა ლოცვა ისევ ქუჩაში შეასრულა.

„მინდა, მივულოცო ბაირამის უდიდესი დღესასწაული ყველა მუსლიმს. მადლობა მინდა, გადავუხადო მრევლს ასეთი ორგანიზებული მოქმედებისთვის. განვიცდიდით მრევლთან დისტანცირებას პანდემიის პირობებში. მადლობა ღმერთს, სიტუაცია დადებითისკენ შეიცვალა, რასაც შევთხოვდით ღმერთს ყველა მორწმუნე და საშუალება მოგვეცა, შევკრებილიყავით. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, მთელი მსოფლიო, ამ წესების დაცვით გაგრძელდება მეჩეთებში პარასკევის ლოცვები“, – განაცხადა საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ.

ურაზა ბაირამი, ანუ იდ ალ-ფიტრი (სხვანაირად: ქუჩუკ-ბაირამი, შექერ-ბაირამი) ისლამში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია. მისი აღნიშვნის ტრადიცია ჯერ კიდევ წინასწარმეტყველ მუჰამედის დროიდან, 624 წლიდან იღებს სათავეს. წელს მუსლიმები მას 23 მაისს აღნიშნავენ.

ყველა ახალი ამბავი
0