Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოს მუფთი: მოვუწოდეთ მორწმუნეებს, სახლებში ილოცონ

© Sputnik / STRINGERმეჩეთი თბილისში
მეჩეთი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 22 მაისამდე არის გაგრძელებული.

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ მოუწოდა მორწმუნეებს, მაქსიმალურად გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სახლებში ილოცონ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა აზერბაიჯანში ერთ დღეში 30-ით გაიზარდა >>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.  ხელისუფლებამ 21 მარტს, ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყანაში ასევე მოქმედებს კომენდანტის საათი (21:00 საათიდან 06:00 საათამდე), აკრძალულია სამზე მეტი ადამიანის შეკრება. წესების დამრღვევებს პოლიცია აჯარიმებს.

„პანდემიის გამო მიღებული გადაწყვეტილება რამადანის თვეშიც ძალაში დარჩება. მეჩეთებში საღამოობით აღარ შესრულდება „თარავის“ ლოცვა. მოვუწოდეთ მორწმუნეებს, მაქსიმალურად გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სახლებში ილოცონ. ჯერ ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ბაირამის დროს. იქამდე ერთი თვეა, გადაწყვეტილებასაც მოვლენათა განვითარების შესაბამისად მივიღებთ“, – განაცხადა საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ.
ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო
კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის სასჯელები მუდმივად იმოქმედებს

მუსლიმური სამყარო მძიმე მარხვას იწყებს. დღეს, 00:00 საათის შემდეგ რამადანის თვე დგება. ერთთვიანი მარხვის დასასრულს მუსლიმები ბაირამის დღესასწაულს ზეიმობენ. წელს ბაირამი 24 მაისს აღინიშნება.

რამადანი მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვე და ორი უდიდესი დღესასწაულიდან ერთ-ერთია. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა მუჰამადს შუამავლისა და მოციქულის მისია. მარხვის დროს, რომელიც 30 დღე გრძელდება, მუსლიმს დღის საათებში ყოველგვარი ფიზიკური სიამოვნებისგან თავის შეკავება ევალება. მარხვა რამაზან-ბაირამის სამდღიანი ზეიმით მთავრდება.

საქართველოში პანდემიის გამო ამჟამად ყველა მეჩეთი დაკეტილია.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 22 მაისამდეა გაგრძელებული.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 23 აპრილისთვის >>

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 ათასი ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში  კორონავირუსის 425 დადასტურებული შემთხვევა,  გამოჯანმრთელებულია - 111 პაციენტი,  ხოლო 5 ადამიანი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5126 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 578 ადამიანია.

ყველა ახალი ამბავი
0